მონეტარიზმი (ინგლისურად Monetarism) არის მაკროეკონომიკური თეორია, რომელიც სწავლობს მიმოქცევაში არსებული ფულის რაოდენობის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ფასებსა და ეკონომიკურ ზრდაზე. მონეტარიზმის მიხედვით, მიმოქცევაში არსებულ ფულსა და ფასების დონეს შორის პირდაპირი კავშირია, დამატებითი ფულის მიწოდება მყისიერად გაზრდის ეკონომიკას, მაგრამ გრძელ ვადაში ფასებზე აისახება, ანუ ინფლაციას გაზრდის.
მონეტარიზმი პოპულარული 1970-იანი წლებიდან გახდა. მისი განვითარება პირველ რიგში ამერიკელ ეკონომისტს, მილტონ ფრიდმანს უკავშირდება.