რა არის ფულის მიმდინარე ღირებულება?

რა არის ფულის მიმდინარე ღირებულება?

ფულის მიმდინარე ღირებულება (ინგლისურად Present Value (PV)) არის მომავალში მისაღები შემოსავლის დღევანდელი ღირებულება. მაგალითად, 5 წლის შემდეგ მისაღები 1,000 ლარი დღევანდელ 1,000 ლარს არ უდრის. სხვაობას ფულით დამატებითი ფულის შოვნის შესაძლებლობა, ანუ სარგებლის განაკვეთი განაპირობებს. თუ წლიურად 10%-ის სარგებლის მიღება შემიძლია, 5 წლის შემდეგ რომ 1,000 ლარი მქონდეს, ამისათვის დღეს მჭირდება 621 ლარი. სწორედ ეს 621 ლარი არის ფულის დღევანდელი ღირებულება. დღევანდელი ღირებულება დამოკიდებულია სარგებლის განაკვეთსა და წლების რაოდენობაზე.

დღევანდელი ღირებულების გამოსათვლელად შემდეგი ფორმულა გამოიყენება: PV = X/(1+r)n

სადაც, X არის მომავალში მისაღები თანხა, r არის სარგებლის განაკვეთის დონე და n არის წლების (პერიოდების) რაოდენობა.

ზემოთ განხილული მაგალითი ფორმულის გამოყენებით:

PV = 1,000 ლარი/(1+0.1)5 = 621 ლარი

ფულის მიმდინარე ღირებულება კომპანიის ფინანსური მენეჯმენტისთვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.