პორტო-ფრანკო (ინგლისურად Porto Franco) არის ისეთი საზღვაო პორტი, სადაც საქონლის საბაჟო გადასახადის გარეშე შემოტანა და გატანაა შესაძლებელი. საგადასახადო შეღავათების გარდა, პორტო-ფრანკოში შესაძლოა სხვა ადმინისტრაციული შეღავათებიც იყოს დაწესებული, მაგალითად, მოსაკრებლებთან და ნებართვებთან დაკავშირებით. პორტო-ფრანკოს მიზანი ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაა.
სახელი პორტო-ფრანკო იტალიურია და რომიდან მოდის, რადგან დღევანდელი საფრანგეთის დაპყრობილ ნაწილს გადასახადებს არ ახდევინებდნენ. სიტყვა „Franco“ გახდა დაბეგვრისგან გათავისუფლებულის სიმბოლო. საინტერესოა, რომ 1878-1886 წლებში პორტო-ფრანკოს სტატუსი ბათუმსაც ჰქონდა.