რა არის სარგებლის ნომინალური განაკვეთი?

რა არის სარგებლის ნომინალური განაკვეთი?

სარგებლის ნომინალური განაკვეთი (ინგლისურად Nominal Interest Rate) არის დეპოზიტის, სესხის ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში. სესხს ან დეპოზიტს გარკვეული დროის განმავლობაში რა თანხაც დაერიცხება, ამ თანხის პროცენტული ფარდობა სესხის ან დეპოზიტის ძირითად თანხასთან არის სარგებლის ნომინალური განაკვეთი. მაგალითად, თუ ბანკისგან 1 წლით ისესხეთ 1,000 ლარი და ბანკს პროცენტის ჩათვლით უნდა დაუბრუნოთ 1,200 ლარი, სარგებლის ნომინალური განაკვეთი გამოდის 20%, რადგან 200 ლარი (1,200-1,000) ძირი თანხის – 1000 ლარის – 20%-ია.

ნომინალური სარგებლის განაკვეთი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან ცვლადი. ცვლადი სარგებლის განაკვეთის მაგალითია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე მიბმული სესხის განაკვეთი. ეროვნული ბანკი როგორ შეცვლის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, სესხის ნომინალური განაკვეთიც შესაბამისად იცვლება.