რა არის ტრასტი?

რა არის ტრასტი?

ტრასტი (ინგლისურად Trust) არის კომპანია, რომელსაც გადაეცემა საკუთრება მართვის მიზნით, მაგრამ მართვის შედეგად მიღებულ შემოსავალს საკუთრების მფლობელები ინაწილებენ. თავად ტრასტი მომსახურების გაწევისგან იღებს შემოსავალს. ტრასტის მიზანია, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოგებიანად დააბანდოს მინდობილი ქონება, რომ ამით სხვა კლიენტებიც მოიზიდოს. ტრასტებს ყველაზე ხშირად ფასიან ქაღალდებს ანდობენ. ტრასტს მასზე მინდობილი ფასიანი ქაღალდების საფუძველზე შეუძლია მეორადი ფასიანი ქაღალდები (მაგალითად, დერივატივები) გამოუშვას.

სახელი „ტრასტი“ ინგლისური სიტყვა „Trust-იდან მომდინარეობს, რაც ნდობას ნიშნავს.