რა არის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვები?

რა არის ცენტრალური ბანკის საერთაშორისო რეზერვები?

ცენტრალური/ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები არის ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ შენახული სხვადასხვა აქტივი. ყველა ქვეყანა ცდილობს, ჰქონდეს გარკვეული რეზერვები, რომელთაც ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობისთვის გამოიყენებს. რეზერვებს ძირითადად უცხოურ ვალუტაში ინახავენ, თუმცა ნაწილი ოქროში და სხვა აქტივებშიც არის. მაგალითად, 2022 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 4.1 მლრდ დოლარი იყო, საიდანაც უმეტესი წილი – 3.6 მლრდ დოლარი უცხოური ვალუტის რეზერვები იყო, დანარჩენი კი სხვა აქტივებშია განთავსებული.

ცენტრალური ბანკები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი რეზერვი დააგროვონ, რადგან ეს ზრდის ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას და საკრედიტო რეიტინგებს. ამასთან ერთად, ბანკს რეზერვები სხვადასხვა შემოსავლიან ფასიან ქაღალდებში ან დეპოზიტებზე აქვს განთავსებული და შემოსავალს იღებს. ცენტრალური ბანკები რეზერვებს ძირითადად ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად (ყიდიან უცხოური ვალუტის რეზერვებს) და მთავრობის ვალის მომსახურებისთვის იყენებენ. რეზერვების გამოყენება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ხოლო ეკონომიკური განვითარების დროს რეზერვები უნდა შეივსოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *