რა არის ინვოისი?

რა არის ინვოისი?

ინვოისი (ინგლისურად invoice) ფინანსური დოკუმენტია, სადაც აღნიშნულია, რომ მყიდველმა გამყიდველს გარკვეული თანხა უნდა გადაუხადოს, ინვოისში ძირითადად მოცემულია გაყიდული საქონლის ან მომსახურების ჩამონათვალი, რაოდენობა/მოცულობა, გადახდის თარიღი, გამყიდველის საბანკო მონაცემები. ინვოისი გამყიდველსა და მყიდველს შორის მიღწეული შეთანხმების წერილობითი ფორმაა.

ინვოისი გადახდას ამარტივებს. გარდა ამისა, საქონლის ან მომსახურების მყიდველს დეტალური ინფორმაცია აქვს, რა იყიდა და რა ფასად. მაგალითად, თუ მყიდველს ხარჯებს სხვა უნაზღაურებს (მაგალითად, სამსახური), შეუძლია, ინვოისი წარადგინოს. ამასთან ერთად, ინვოისს იურიდიული ძალა აქვს, ოფიციალური დოკუმენტია და მყიდველს გაუჭირდება, გადახდას თავი აარიდოს, რაც შედარებით მარტივი იქნებოდა მხოლოდ ზეპირი შეთანხმების შემთხვევაში.

ინვოისს დიდი მნიშვნელობა აქვს საბუღალტრო აღრიცხვისთვის. ინვოისების მეშვეობით გაყიდვები სწრაფად აღირიცხება, რაც კომპანიის შემოსავლების დათვლას ამარტივებს. თანდათან აქტუალური ხდება ელექტრონული ინვოისები, რაც გაყიდვების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *