საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ -0.3% შეადგინა, ხოლო ჯამში 2022 წლის წლიური ინფლაციის დონე 9.8%-ია.
2022 წელს სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად – 16.3%-ით სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები, რომლებიც 15.8%-ით გაძვირდა. 14.8%-ით გაძვირდა რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურება.
თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად, 84%-ით სიმინდის ფქვილი გაძვირდა. შემდეგ მოდის ხახვი, რომელიც 64%-ით გაძვირდა. კარტოფილი 47%-ით გაძვირდა, სარეცხი საპონი 43%-ით. 37%-ით გაძვირდა ბინის დაქირავება.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს ყველაზე მეტად – 46%-ით, კომბოსტო გაიაფდა.
საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა
საქონელი და მომსახურება | გაძვირების % |
სიმინდის ფქვილი | 84% |
ხახვი | 64% |
კარტოფილი | 47% |
სარეცხი საპონი | 43% |
საზამთრო | 39% |
ვაფლი კრემით | 38% |
ბინის დაქირავების ღირებულება | 37% |
ნამცხვარი | 36% |
საგარეუბნო ავტობუსით მგზავრობა | 34% |
პომიდორი | 34% |
მდოგვი | 33% |
რვეული | 33% |
რძის შემცველი პროდუქტი | 33% |
მუზეუმის ბილეთი | 31% |
საღეჭი რეზინა | 30% |
ტომატ-პასტა | 29% |
სასკოლო სახელმძღვანელო | 29% |
მინერალური წყალი | 28% |
წიწაკა | 27% |
ლიმონი | 26% |
წყარო: საქსტატი