რა გამოწვევები არსებობს ვაქცინის მასობრივი წარმოებისა და ტრანსპორტირების კუთხით?

რა გამოწვევები არსებობს ვაქცინის მასობრივი წარმოებისა და ტრანსპორტირების კუთხით?

ფარმაცევტული კომპანია Moderna-ს რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მისმა ვაქცინამ 94.5%-იანი ეფექტურობა აჩვენა, მსოფლიოსთვის იმედისმომცემი გახდა, ამას წინ უძღოდა სხვა კომპანიების – Pfizer-ის და BioNTech-ის ვაქცინის 90%-იანი ეფექტურობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც.

თუმცა, გამოწვევები მაინც არსებობს, მათ შორის თავდაპირველად საჭირო რაოდენობის ვაქცინის წარმოება, რაც კორონავირუსის გავრცელების შეჩერებას შეუწყობს ხელს, და შემდეგ ტრანსპორტირებაც.

ლოგისტიკური საკითხები ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად მიიჩნევა, ვინაიდან ვაქცინის ტრანსპორტირებას და დისტრიბუციას სჭირდება შესაბამისი პირობები. თუ დაბალ ტემპერატურაზე არ მოხდა მისი შენახვა, გამოდის ვაქცინა დაკარგავს ეფექტურობას.

Pfizer-ის ვაქცინას –70 გრადუსზე შენახვა სჭირდება. Moderna-ში კი აცხადებენ, რომ მათი ვაქცინის ეფექტურობის შენარჩუნებისთვის 2-7 გრადუსი საკმარისია. მისი დასაწყობება კი 6 თვემდე ვადით შესაძლებელია –20 გრადუსზე.

რაც შეეხება წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, აღსანიშნავია, რომ შვეიცარულმა ფარმაცევტულმა კომპანია Lonza-ს განაცხადა, რომ ის Moderna-სთან თანამშრომლობს და ამ კომპანიასთან ერთად აპირებს 400 მლნ დოზის წარმოებას წლის განმავლობაში. თავად ამერიკული კომპანია 2021 წლისთვის ჯამში 1 მილიარდამდე დოზის წარმოებას ისახავს მიზნად. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აიცრება, დასჭირდება ორი დოზა. შესაბამისად ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როდის გახდება მასობრივად ხელმისაწვდომი ვაქცინა.

“ჩვენ მაქსიმუმ 500 მლნ ვაქცინის წარმოება შეგვიძლია წლის განმავლობაში თუ დამატებით საწარმოო ხაზებს შევქმნით, ასე რომ ნათელია, რომ გვჭირდება დამატებითი ინვესტიცია, თუ გვინდა რომ წელიწადში 500 მილიონზე მეტი დოზა ვაწარმოოთ“, – განაცხადა Lonza-ს ხელმძღვანელმა.