რა ღირებულებისაა Marvel-ის სტუდია Walt Disney-სთვის

რა ღირებულებისაა Marvel-ის სტუდია Walt Disney-სთვის

ალბათ რთულად დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც Walt Disney-მ Marvel Entertaiment-ი შეიძინა, საკმაოდ ბევრი ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად შეხვდა. უმრავლესობა თვლიდა, რომ Disney-ის მიერ გაღებული $4-მილიარდიანი ინვესტიცია კომპანიისათვის მოგებიანი ვერ გახდებოდა, რადგან პოპულარული და წარმატებული სუპერგმირები უკვე სხვადასხვა წამყვანი სტუდიის მიერ იყვნენ დაკავებულები. მათ შორის იყო Spider-man-ი, რომელიც Sony-ის ეკუთვნოდა და კიდევ ერთი პოპულარული კომიქსის გმირი X-man-ი, რომელზე უფლებებსაც FOX-ი ფლობდა.

სტატიაში წარმოგიდგენთ, დაახლოებით რა ღირებულება აქვს $4-მილიარდიანი  შესყიდვიდან ათწლეულის შემდეგ Marvel-ის სტუდიას Walt Disney-სთვის. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ზუსტ თანხას არ ასაჯაროებს, სხვადასხვა ინდუსტრიის ანალიზითა და შემოსავლებით, ამ ეტაპზე Disney-ის სუპერგმირების სტუდიის ღირებულება $50 მილიარდს უნდა აჭარბებდეს.

Disney-ის მიერ შესყიდვების სერიას თუ დავაკვირდებით, ნათლად ჩანს, რომ კომპანიისთვის სხვადასხვა ჟანრში მზარდი განვითარებაა მნიშვნელოვანი. Disney-ის პირველი შენაძენი 2006 წელს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად ბობ იგერის დანიშვნის შემდეგ, PIXAR-ი გახლდათ.  ბოლო შენაძენი კი 2012 წელს Star Wars-ში $4-მილიარდიან ინვესტიციას უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად Star Wars-ისა და Marvel-ში თითქმის ერთნაირი მოცულობის თანხების ჩადებისა, ეს უკანასკნელი კომპანიისთვის საბოლოოდ ბევრად უფრო მოგებიანი აღმოჩნდა.

Disney-ის შემოსავლების შესწავლისას, ფილმების სალაო შემოსავლებზე დაკვირვებამ და ერთმანეთთან შედარებამ აჩვენა, რომ 2008 წლიდან, შესაბამისად იმ პერიოდიდან, როდესაც Marvel-ის სტუდიამ ფილმების გადაღება დაიწყო, Disney-ის სალარომ 25 ფილმიდან $22 მილიარდით მეტი მოცულობის თანხა მიიღო. Marvel-ის სალაროდან მიღებული თანხა მნიშვნელოვნად აღემატება PIXAR-ის შემოსავლებს, რამაც თემატურ პარკსა და სამომხმარებლო პროდუქციასთან ერთად ჯამში $15 მილიარდი შეადგინა. უფრო ნაკლებია Star Wars-იდან მიღებული თანხა და ის $11 მილიარდს უტოლდება.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აქციების შესყიდვის შემდგომ, დამატებით Marvel-ის სათამაშოებიდან თუ სხვა პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხა Disney-ის ლიცენზირებულ შემოსავალში $10 მილიარდს შეადგენს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს Disney-ის სტრიმინგ სერვისი Disney+, რომლის წარმატებასაც დიდწილად სწორედ სუპერგმირების ბრენდის პოპულარობა განაპირობებს. კერძოდ, სტრიმინგ-სერვისის ანგარიშების $200-მილიარდიანი ღირებულების 22% ისეთ შოუებზე მოდის, როგორიცაა Loki, WandaVision-ი და სხვა.

ფაქტია, რომ Disney-ის აქვს სწორი ხედვა, რომლის საშუალებითაც კომპანია შემოსავლის ახალ წყაროს ერთმანეთზე დამოკიდებული განსხვავებული საკუთრებებიდან იღებს. გმირებს, რომლებსაც ჩვენ ეკრანებზე ვხედავთ, Disney სხვადასხვა პროდუქტში, მათ შორის სათამაშოებსა და თემატურ პარკებში აცოცხლებს და ამით, საბოლოოდ, ძალიან დიდ იმპერიას ქმნის.

შემდეგი ფილმი, რომელიც კინოთეატრის ეკრანებზე 5 ნოემბერს გამოჩნდება, Eternals-ია. პანდემიის პერიოდში კინოთეატრებიდან შემოსავლის მიღების განსასაზღვრად კი, Disney-მ ახალი ფილმი სტრიმინგ-პლატფორმაზე გაშვებამდე მაყურებელს კინოთეატრების დარბაზში შესთავაზა. Shang-Chi-მ სექტემბერში პრემიერის შემდგომ, ფილმის ონლაინპლატფორმაზე გაშვებამდე, $90-მილიონიანი შემოსავლით აშშ-ის საშინაო სალაროს რეკორდი მოხსნა. გლობალურად კი ფილმის შემოსავალმა $146 მილიონი შეადგინა. შეიძლება ითქვას, რომ Shang-Chi-ის წარმატებამ თავის მხრივ ნოემბერში Eternals-ს კინოთეატრებისაკენ გზა გაუხსნა.

 

Image via Marvel

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *