რა რეკომენდაციები გასცა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრისთვის

რა რეკომენდაციები გასცა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრისთვის

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ თითქმის სამწლიანი მოკვლევის შემდეგ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. ზოგადი ეკონომიკური ანალიზის ფარგლებში სააგენტომ შეაფასა ბაზრის ზოგადი კონკურენტუნარიანობა მედიკამენტების იმპორტის/წარმოების, საბითუმო და საცალო დონეზე. ხოლო კონკრეტული მედიკამენტების ანალიზის ფარგლებში სააგენტომ ქვეყანაში გავრცელებული დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების 6 ჯგუფი შეარჩია – ურთიერთჩამნაცვლებელი აქტიური ნივთიერებების დონეზე სულ 120–მდე სავაჭრო დასახელების მედიკამენტი.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, მათ შორის გასათვალისწინებელია, რომ: სამი ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო წილი ბაზრის იმპორტის დონეზე სტაბილურად მაღალია (60%–70%);  ფარმაცევტული ბაზარი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ჰორიზონტალურია და სხვა.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ სააგენტომ გარკვეული რეკომენდაციები შეიმუშავა, რომლებიც ასე გამოიყურება:

  1. გენერიკული რეცეპტის/დანიშნულების გაცემა; გენერიკული ჩამნაცვლებლის მითითება
  2. „თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკის გადახედვა
  3. ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა
  4. ბაზრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციის შესაძლო უარყოფითი შედეგების კონტროლი
  5. სამკურნალო გაიდლაინების სრულყოფა
  6. GMP-სტანდარტების შემოღება
  7. ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების ერთიანი სისტემის დანერგვა
  8. სანქციების მექანიზმის გამკაცრება და ეფექტიანი კონტროლი
  9. რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევის საბოლოო შედეგებს წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *