Mymarket-ი საიტზე 11 სხვადასხვა კრიპტოვალუტით გადახდის ფუნქციას ამატებს

Mymarket-ი საიტზე 11 სხვადასხვა კრიპტოვალუტით გადახდის ფუნქციას ამატებს

საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ელექტრონული კომერციის პლატფორმა, Mymarket-ი საკუთარ საიტზე 11 სხვადასხვა კრიპტოვალუტით გადახდის ოფციას ამატებს. Mymarket-ი აღნიშნულ ინიციატივას სავაჭრო კრიპტოპლატფორმა Mycoins-სთან თანამშრომლობით ახორციელებს. მომხმარებლებს Mycoins-ის ელექტრონული საფულით Mymarket-ზე სასურველი ნივთის შეძენა ონლაინ შეეძლებათ.

სავაჭროდ განკუთვნილ კრიპტოვალუტებს შორის Bitcoin-ი, Ethereum-ი, Dogecoin-ი, Litecoin-ი, Ripple-ი, Bitcoin Cash-ი, Dash-ი, XLM-ი და Tether-ი შედიან. საინტერესოა, რომ Mymarket-ი ამ გადაწყვეტილებით ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანიაა,  რომელიც თანახმაა, გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტა  აღიაროს.

მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტი გარკვეული სახის პროტოკოლის შემუშავებას გეგმავს და ის საზოგადოებისათვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნული პროტოკოლი მეტწილად შემზღუდველი უფრო იქნება თუ კრიპტოსამყაროს მიმღებლობას გამოუცხადებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, სექტემბერში, თიბისი ბანკის შვილობილმა კომპანია „თიბისი ეკოსისტემ კომპანიმ“, MY.ge-ს 100%-იანი წილი შეიძინა. Mymarket-ზე კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობა მომხმარებლებს უკვე აქვთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.