რა თანხას ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ?

რა თანხას ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ?

სექტემბერში ქართველებმა საზღვარგარეთ საგადახდო ბარათებით 117 მლნ ლარი დახარჯეს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზიდენტი ემიტენტების მიერ გამოშვებული საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა წლის 9 თვეში 956,4 მლნ ლარი შეადგინა. სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, საზღვარგარეთ ქართველების მიერ საგადახდო ბარათებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა 30 მლნ ლარით გაიზარდა. 

ქვეყნის შიგნით განხორციელებულმა ოპერაციების მოცულობამ კი სექტემბერში 1,5 მლრდ ლარი შეადგინა.

სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოში სულ 8592074 საგადახდო სადებეტო ბარათი იყო მიმოქცევაში. აქედან 2448555 ბარათი VISA იყო, 3946619 Master card. მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობა 837880-ს შეადგენს.