Rencap ლარის 2.75-იან ნიშნულამდე გამყარებას პროგნოზირებს

Rencap ლარის 2.75-იან ნიშნულამდე გამყარებას პროგნოზირებს

რუსული საინვესტიციო ჯგუფი Renaissance Capital საქართველოს ეკონომიკაზე მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშში მოცემულია პროგნოზები, როგორც რუსული შეზღუდვების გავლენაზე, ასევე ლარის კურსზე და ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციაზე.

ანგარიშში მოცემულია პროგნოზი ლარის კურსთან დაკავშირებითაც. კერძოდ, ორგანიზაცია წლის ბოლომდე ლარის 2.75-იან ნიშნულზე გამყარებას ელოდება.

“ლარის მკვეთრი გაუფასურება უკავშირდება ერთის მხრივ ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებას, მეორეს მხრივ კი არასტაბილურ პოლიტიკურ სიტუაციას. ვთვლით რომ ეს ფაქტორები უკვე ამოწურულია”.

რაც შეეხება ინფლაციას, ამ შემთხვევაში პროგნოზი 3.4%-ია.

“წლის დასაწყისიდან ინფლაციას დაჩქარების ტემპი ჰქონდა და პიკს მაისში მიაღწია. ამის მიზეზი თამბაქოზე გადასახადის ზრდა იყო. ქვეყნის ცენტრალური ბანკის მონაცემებით თამბაქოზე ფასების ზრდის გავლენა ინფალციაზე 1.3%-ის ფარგლებშია. ჩვენი გათვლით ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს – 3%-ს 2020 წელს დაუბრუნდება.

რაც შეეხება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ველით რომ მომდევნო წელს მას ცენტრალური ბანკი 6%-მდე შეამცირებს”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მიუხედავად იმისა რომ ბოლო წლებში რუსეთის წილი შემცირდა ის კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქვეყნის ფულად გადმორიცხვებში. ანგარიშის მიხედვით, რუსეთის წილი გზავნილებში მას შემდეგ შემცირდა რაც საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა სამუშაო ევროკავშირის და ამერიკის ბაზარზე ნახეს. “ველით რომ რუსულ გზავნილებზე დამოკიდებულება კიდევ მეტად შემცირდება”, – წერს ორგანიზაცია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.