Roche-მ $350-მილიონიანი შეთანხმება გააფორმა Atea Pharmaceuticals-სთან, რომელიც COVID-ის პრეპარატზე მუშაობს

Roche-მ $350-მილიონიანი შეთანხმება გააფორმა Atea Pharmaceuticals-სთან, რომელიც COVID-ის პრეპარატზე მუშაობს

შვეიცარიულმა ფარმაცევტულმა კომპანია Roche-მ $350 მილიონიანი შეთანხმება გააფორმა ბოსტონურ კომპანია Atea Pharmaceuticals-სთან, რომელიც კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატზე მუშაობს. შეთანხმება ითვალისწინებს COVID-19-ის პოტენციური სამკურნალო საშუალების კვლევის, შექმნისა და დისტრიბუციის ექსკლუზიურ უფლებას აშშ-ის გარეთ. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

როგორც ცნობილია, ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც კორონავირუსის სამკურნალოდ იქმნება, კლინიკური შემოწმების მეორე ფაზაში იმყოფება. საუბარია პრეპარატ AT-527-ზე, რომელიც დასალევი საშუალებაა. პარალელურად, მიმდინარეობს კლინიკური შემოწმება იმაზე, თუ რამდენად შეუძლია აღნიშნულ მედიკამენტს კოვიდ-ინფექციის პრევენცია.

შეგახსენებთ, ამერიკის წამლისა და საკვების უსაფრთხოების სამსახურმა (FDA) Gilead-ის მიერ წარმოებული პრეპარატი “რემდესივირი“ კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად დაამტკიცა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატსა და ვაქცინაზე ათობით კომპანია მუშაობს. მათგან მხოლოდ რამდენიმე გადის კლინიკური შემოწმების ბოლო ფაზას. როგორც მოსალოდნელია, ვაქცინა მზად 2021 წლის დასაწყისიდანვე უნდა იყოს. თუმცა, ის თავდაპირველად მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *