როგორ იყენებენ 2026 წელს ადამიანები AI-ის სამსახურებში?

როგორ იყენებენ 2026 წელს ადამიანები AI-ის სამსახურებში?

ფოტო: Getty Images

 

ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მასშტაბი ადამიანთა ცხოვრებაში ყოველდღე იზრდება. თუკი ერთი წლის წინ ისინი AI-ჩატებს ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებდნენ, დღეს მისი გამოყენება სხვადასხვა დავალების ავტომატიზაციამდე და კომპლექსური კონტენტის გენერაციამდე გაიზარდა.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სამსახურებრივი დანიშნულებაა. რთული მოსაძებნია ადამიანი, სამსახურში რომელიმე ან ერთდროულად რამდენიმე AI-ხელსაწყოს რომ არ იყენებდეს. მეტიც, სამსახურებრივად სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნებისაგან თავის დასაცავად დიდმა კორპორაციებმა საკუთარი AI-ჩატბოტებიც შექმნეს და სამსახურების მოწყობილობებზე ცნობილი AI-ასისტენტების გამოყენება შეზღუდეს. ზოგმაც საკუთარი თანამშრომლებისათვის პოპულარული AI-ასისტენტების ანგარიშები შეიძინეს, რათა ყოველდღიური დავალებების შესრულების ხარისხი გააუმჯობესონ და შესასრულებელი დრო შეამცირონ.

სტატიაში წარმოგიდგენთ სამსახურებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიზნობრიობის ჩამონათვალს 2026 წლის მონაცემებით. სია Microsoft-ის Work Trend Index-ის ფარგლებში შედგა და ის 100,000-ზე მეტი მომხმარებლის მიერ Microsoft-365-ის Copilot-ჩატში საუბრების ანალიზის შედეგადაა ჩამოყალიბებული.

კვლევის თანახმად, მომხმარებელთა თითქმის 28% ხელოვნურ ინტელექტს სამუშაო გარემოში გადაწყვეტილებების მისაღებად იყენებს. ანგარიშის შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ სამსახურში AI-ის გამოყენების მიზნობრიობა მარტივ პროდუქტიულობის დავალებებს ბევრად სცდება და მას სტრატეგიული დანიშნულება აქვს. ავტომატიზაციის ინსტრუმენტების შექმნის ნაცვლად, ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო ხშირად გამოიყენება ინფორმაციის გასაანალიზებლად, ოფციების შესაფასებლად და ადამიანის განსჯის მხარდასაჭერად.

ეს კი ეჭვქვეშ აყენებს ხელოვნური ინტელექტის დანერგვასთან დაკავშირებით არსებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარაუდს: რომ AI-ის გამოყენების მიზნობრიობაში განმეორებითი ადმინისტრაციული დავალებები დომინირებს.

აქტივობააქტივობების წილი, 2026კატეგორია
გადაწყვეტილების მიღება27.5%ანალიზი, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება
მონაცემთა ანალიზი5.5%ანალიზი, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება
კრეატიული აზროვნება4.9%ანალიზი, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება
ინფორმაციის დამუშავება3.1%ანალიზი, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება
ხარისხის შეფასება2.8%ანალიზი, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება
შესაბამისობის შეფასება2.5%ანალიზი, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება
სამუშაოს დაგეგმვა1.0%ანალიზი, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება
სტრატეგიული განვითარება1.0%ანალიზი, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება
დაგეგმარება0.4%ანალიზი, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება
ცოდნის განახლება0.3%ანალიზი, მსჯელობა და გადაწყვეტილების მიღება
გუნდში კომუნიკაცია8.4%სხვებთან ინტერაქცია
ინფორმაციის ინტერპრეტაცია4.5%სხვებთან ინტერაქცია
ადმინისტრაციული სამუშაო1.4%სხვებთან ინტერაქცია
გარე კომუნიკაცია1.3%სხვებთან ინტერაქცია
საჯარო ჩართულობა0.7%სხვებთან ინტერაქცია

კვლევის თანახმად, გადაწყვეტილების მიღების მიზნით AI-ის გამოყენება აქტივობის უფრო დიდ წილს წარმოადგენს, ვიდრე ტრადიციული საოფისე დავალებები, მათ შორის დოკუმენტაცია, დაგეგმვა და ადმინისტრაციული სამუშაო, ერთად.

როგორც აღვნიშნეთ, ეს მოცემულობა ხელოვნური ინტელექტის ათვისების ადრეულ პროგნოზებს მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება. საწყის ეტაპზე ადამიანების შეშფოთება ძირითადად განმეორებადი საოფისე დავალებების ავტომატიზაციისკენ იყო მიმართული, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ადამიანები სულ უფრო აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს რთული დავალებების შესასრულებლად, მათ შორის ინფორმაციის ანალიზისათვის, შესაბამისობისა და ხარისხის შესაფასებლად.

მონაცემები მიუთითებს, რომ ხელოვნური ინტელექტი ამჟამად საუკეთესოდ მუშაობს სტრუქტურირებული აზროვნების ამოცანებში, ხოლო ურთიერთობებზე ორიენტირებული სამუშაოს დიდ ნაწილს კვლავ ადამიანი ასრულებს.

თუ ეს ტენდენციები გაგრძელდება, მომავლის სამუშაო გარემო შესაძლოა ნაკლებად დაეყრდნოს ხელოვნურ ინტელექტს სამუშაოების სრულად ავტომატიზაციისთვის და უფრო მეტად დაეყრდნოს მას ადამიანების ყოველდღიური აზროვნების, ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარების გასაუმჯობესებლად.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.