რომელ ქვეყნებში გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად

რომელ ქვეყნებში გაიზარდა საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად

2018 წელს საქართველოდან საქონლის ექსპორტმა 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 23%-ით მეტია. ექსპორტი ყველაზე მეტად აზერბაიჯანში გაიზარდა – 231 მლნ დოლარით და ჯამში, 2018 წელს აზერბაიჯანში 503 მლნ ლარის პროდუქცია შევიდა საქართველოდან. ზრდაში ყველაზე დიდი წილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის მატებაზე მოდის. 2017 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში 4 548 ცალი, 88 მლნ დოლარის ღირებულების, ხოლო 2018 წელს 13 047 ცალი, 190 მლნ დოალრის ღირებულების ავტომობილები გავიდა.

მეორე ადგილი სომხეთს უკავია, სადაც საქართველოს ექსპორტი 75 მლნ დოლარით გაიზარდა.

მესამე ადგილზე ბულგარეთია 72 მლნ დოლარიანი ზრდით. ჯამში, ვროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 75 მლნ დოლარით გაიზარდა და 730 მლნ დოლარი შეადგინდა.

41 მლნ დოლარით გაიზარდა ექსპორტი რუსეთში. წლის ჯამური მოცულობით კი რუსეთს საქართველოს ექსპორტში მე-2 ადგილი უჭირავს 437 მლნ დოლარით.

ცხრილი: 20 ქვეყანა, სადაც 2018 წელს საქართველოს ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა, მლნ დოლარი

 ქვეყანა

2017

2018

ზრდა

აზერბაიჯანი

272

503

231

სომხეთი

210

285

75

ბულგარეთი

187

259

72

უკრაინა

125

175

51

რუსეთი

397

437

41

ყაზახეთი

52

91

39

აშშ

122

160

38

ყირგიზეთი

9

28

19

საფრანგეთი

27

45

18

თურქმენეთი

22

39

18

უზბეკეთი

64

80

16

თურქეთი

217

233

16

ლიეტუვა

35

43

8

არაბთა გაერთიანებული საამიროები

37

46

8

ნიდერლანდი

40

46

6

გერმანია

45

51

6

შვეიცარია

72

77

6

იაპონია

7

11

4

გაერთიანებული სამეფო

13

17

4

ბელგია

18

22

4

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური