წლის მეორე კვარტალში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, წინა კვარტალთან შედარებით, დოლარის მიმართ 1.6%-ით, ხოლო ევროს მიმართ 4.4%-ით გამყარდა. ამასთან, წინა კვარტალთან შედარებით, ლარი რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებაში, 9.5%-ით და 13.8%-ით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 4.0%-ით გამყარდა, ხოლო წლიურად 1.5%-ით გაუფასურდა.
რაც შეეხება სხვა ვალუტებს, წლის მეორე კვარტალში, წინა წლის (2017) ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარის რეალური გაცვლითი კურსი რეგიონის და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ შემდეგნაირად შეიცვალა:
- თურქულ ლირასთან გამყარდა 9.3%-ით
- რუსულ რუბლთან გამყარდა 7%-ით
- უკრაინულ გრივნასთან გაუფასურდა 10.2%-ით
- ევროსთან გაუფასურდა 8.4%-ით
- აზერბაიჯანულ მანათთან გაუფასურდა 0.5%-ით
- სომხურ დრამთან გაუფასურდა 0.5%-ით