რომელი ქვეყნები დაზარალდებიან ავტომობილებზე აშშ-ის ტარიფებით ყველაზე მეტად?

რომელი ქვეყნები დაზარალდებიან ავტომობილებზე აშშ-ის ტარიფებით ყველაზე მეტად?

საავტომობილო ინდუსტრიაში ბოლო კვირების ყველაზე დიდი გამოწვევა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ავტომობილების იმპორტზე დაწესებული 25%-იანი ტარიფებია. გადაწყვეტილების დადასტურების შემდეგ, ტარიფების დაწესებამ ავტოინდუსტრიაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან აშშ-ის საავტომობილო ბაზარი თითქმის ყველა ავტომწარმოებლისთვის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს.

ბუნებრივია, გადაწყვეტილებამ უარყოფითი გავლენა იქონია ავტომწარმოებელთა აქციების ფასებზეც. განსაკუთრებით კი გერმანული, იაპონური და სამხრეთკორეული მწარმოებლების აქციათა ფასები დაზარალდა.

ისეთი ავტომწარმოებლები, როგორიცაა Mercedes-Benz-ი, BMW, Toyota, Honda, Hyundai, Kia და სხვა, აშშ-ში საკუთარი ავტომობილების იმპორტს ძირითადად კანადასა და მექსიკაში მდებარე საწარმოებიდან ან ადგილობრივი ქარხნებიდან ახდენენ. შესაბამისად, ტექნიკურად მექსიკიდან აშშ-ში ყველაზე დიდი ღირებულების ავტომობილების ექსპორტი ხორციელდება. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ აშშ მექსიკური ავტობრენდების ავტომობილებს იღებს. ცნობისთვის, 2024 წელს აშშ-ში 8.2 მილიონი ერთეული მსუბუქი ავტომობილი იმპორტირდა, რომელთა საერთო ღირებულებაც $243.5 მილიარდს შეადგენს.

წყარო: International Trade Administration