უკეთესი ეკონომიკური შესაძლებლობების, უსაფრთხო გარემოსა და გაუმჯობესებული ცხოვრების პირობების საძიებლად ერთი ქვეყნიდან მეორეში ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი გადაადგილდება. ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული ქვეყნიდან ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები ამ ქვეყნის სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ დიდ ინფორმაციას იძლევა. წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც 2023 წელს ემიგრაციაში ყველაზე მეტი ადამიანი წავიდა.
მონაცემები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივების“ ყოველწლიურ ანგარიშს ეფუძნება.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს ემიგრაციაში ყველაზე მეტი ადამიანი პაკისტანიდან წავიდა (-1.6 მილიონი). აზიური ქვეყნებიდან გადინების დიდი მაჩვენებლით პაკისტანის გარდა ინდოეთი (-980,000), ჩინეთი (-570,000) და ბანგლადეში (-550,000) გამოირჩა.
პაკისტანის გარდა მნიშვნელოვნად დიდი ემიგრაციის მაჩვენებელი სუდანში შეინიშნება, სადაც გასულ წელს სუდანის შეიარაღებულ ძალებსა და პარამილიტარისტულ დაჯგუფება სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის გამო ქვეყნიდან 1.35 მილიონი ადამიანი ემიგრირდა.
რეიტინგი | ქვეყანა | მიგრაცია, 2023 |
1 | პაკისტანი | -1.62 მილიონი |
2 | სუდანი | -1.35 მილიონი |
3 | ინდოეთი | -979 ათასი |
4 | ჩინეთი | -568 ათასი |
5 | ბანგლადეში | -550 ათასი |
6 | ნეპალი | -410 ათასი |
7 | თურქეთი | -318 ათასი |
8 | უკრაინა | -300 ათასი |
9 | ბრაზილია | -240 ათასი |
10 | ფილიპინები | -164 ათასი |