საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2018 წელს ყველაზე სწრაფად, 31%-ით ლიბიის ეკონომიკა გაიზრდება. ასეთი მაღალი ზრდა ლიბიის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის საფუძველზეა პროგნოზირებული. 2012-2016 წლებში ლიბიის ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 25%-ით მცირდებოდა, 2017 წელს კი 55%-ით გაიზარდა.
11%-ით გაიზრდება ბუტანის ეკონომიკა, რომლის ეკონომიკა 2010-2017 წლებში საშუალოდ 6.4%-ით იზრდებოდა.
განას ეკონომიკა ეკონომიკა 2010-2017 წლებში საშუალოდ 7%-ით იზრდებოდა. მომავალ წელს კი 9%-ით გაიზრდება და ზრდის მაჩვენებლით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.2%-ით გაიზრდება და ზრდის ტემპით მსოფლიოში 54-ე ადგილს დაიკავებს.
ცხრილი: ეკონომიკის ზრდის მოსალოდნელი ტემპი 2018 წელს
ქვეყანა | ეკონომიკის ზრდის ტემპი |
ლიბია | 31% |
ბუტანი | 11% |
განა | 9% |
იემენი | 8.5% |
ეთიოპია | 8.5% |
მიანმარი | 7.6% |
ინდოეთი | 7.4% |
კოტ დიაური | 7.3% |
სენეგალი | 7% |
წყარო: IMF, World Economic Outlook