უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერის, პოლკოვნიკი იური იგნატის ინფორმაციით, რუსეთი ჩრდილოეთ უკრაინის საზღვართან ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტების განთავსებას გეგმავს.
„გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ამ რაკეტებისაგან თავის დასაცავად. დიდი ალბათობით, მათ რუსეთი უკრაინის ჩრდილოეთით განათავსებს, საიდანაც საფრთხე მთელ უკრაინას დაემუქრება“, – აღნიშნა იური იგნატმა.
უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სპიკერმა დამატებით აღნიშნა, რომ თეორიულად მათი ჩამოგდებისა და განეიტრალების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა უკრაინას საამისოდ საჭირო თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები არ გააჩნია.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თეირანი რუსეთისათვის ახლო მანძილზე მოქმედი Fateh-100 ტიპისა და Zolfaghar-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების გადასაცემად ემზადებოდა. აღნიშნული რაკეტების საცეცხლე მანძილი კი 300 და 700 კილომეტრებს შეადგენს.
გარდა ამისა, დასავლური სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციით, ირანი რუსეთს დამატებით უპილოტო საფრენი აპარატებით, Mohajer-6-ებითა და კამიკაძე დრონებით, Shahed-136-ებით მოამარაგებს.