რუსეთის ექსპორტის 53 პროცენტი ნავთობზე და გაზზე მოდის

რუსეთის ექსპორტის 53 პროცენტი ნავთობზე და გაზზე მოდის

2018 წელს რუსეთის ექსპორტმა 449 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელთან შედარებით რუსეთის ექსპორტი 25%-ით გაიზარდა, 2014 წლის მაჩვენებელს 10%-ით ჩამორჩება.

რუსეთის ექსპორტში პირველ ადგილზე საწვავია (ნავთობი, ბენზინი, გაზი, ქვანახშირი და სხვა). 2018 წელს საწვავის ექსპორტმა 238 მილიარდი დოალრი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 53%-ია. მეორე ადგილზე რკინის და ფოლადის ექსპორტია 23 მილიარდი დოლარით. მესამეზე მარცვლეულის ექსპორტია 11 მილიარდი დოლარით. ჯამში, ბუნებრივ რესურსებზე რუსეთის ექსპორტის 70%-მდე მოდის.

რუსეთის ექსპორტის 54% ევროპის ქვეყნებში, 37% აზიის ქვეყნებში, 4% აფრიკის ქვეყნებში, ხოლო 3.4% ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში გადის.

ცხრილი: რუსეთის ტოპ-10 საექსპორტო პროდუქცია 2018 წელს

 

პროდუქცია

მილიარდი დოლარი

წილი მთლიან ექსპორტში

1

საწვავი

238

53%

2

რკინა, ფოლადი

23

5.2%

3

მარცვლეული

10.5

2.3%

4

ძვირფასი ლითონები და ქვები

10

2.2%

5

მანქანები კომპიუტერების ჩათვლით

9.2

2.0%

6

მერქანი

9

2.0%

7

მინერალური სასუქები

8.2

1.8%

8

ალუმინი

6.6

1.5%

9

სპილენძი

5.4

1.2%

10

ელექტრო ტექნიკა

4.9

1.1%

წყარო: International Trade Centre

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.