რუსეთში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს

რუსეთში არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგეს

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანამ 22 ივნისს მიიღო. მას შემდეგ, რაც გუშინ ვლადიმერ პუტინმა მხარი არ დაუჭირა საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას, რუსეთში ვარაუდობენ, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შესაძლოა აღდგეს. კერძოდ, რუსული გამოცემა “კომერსანტი” ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ამ საკითხზე ფიქრი უკვე დაწყებულია.

“გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს თანმიმდევრული. თუკი საქართველოში სიტუაცია დასტაბილურდება, შეწყდება რუსოფობია და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება, შეგვეძლება ვისაუბროთ ავიამიმოსვლის განახლებაზე”, – ამბობს ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ, შესაძლოა დაიწყოს საუბარი საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში სავიზო რეჟიმის გაუქმებაზეც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *