ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ბანკის, Sberbank-ის ინფორმაციით, მან ფულის გასესხება ჩინურ ვალუტაში, იუანში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია მედიასააგენტო Reuters-მა გაავრცელა.
როგორც ჩანს, აღნიშნული ნაბიჯით მოსკოვი ფინანსური ინფრასტრუქტურის იმ ქვეყნებში განვითარებას ცდილობს, რომლებმაც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები არ დაუწესეს.
Sberbank-ის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრ ვედიახინის თქმით, ბანკმა ჩინური იუანის გასესხების გადაწყვეტილება ვალუტაზე მაღალი მოთხოვნის გამო მიიღო. ვედიახინმა აღნიშნულთან დაკავშირებით ვლადივოსტოკში გამართულ “აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე” ჟურნალისტებთან ისაუბრა.