აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი იარაღს ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს - NYT

აშშ-ის ინფორმაციით, რუსეთი იარაღს ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს - NYT

New York Times-ის ცნობით, აშშ ფლობს სადაზვერვო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი იარაღს ჩრდილოეთ კორეისაგან ყიდულობს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო იზოლაციის ფონზე რუსეთი სამხედრო მომარაგების ქსელს სწორედ ჩრდილოეთ კორეისა და ირანისაგან შეძენილი იარაღით ავსებს.

უფრო კონკრეტულად, შეერთებული შტატების მიერ მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისაგან საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებს ყიდულობს. New York Times-ის მიერ გავრცელებული ცნობები ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს. მათი განმარტებით, უკრაინაში შექმნილი სირთულეების ფონზე მოსკოვი ფხენიანისგან შეიარაღების შესყიდვას, დიდი ალბათობით, მომავალშიც გააგრძელებს.

რუსეთის მიერ შესყიდული სამხედრო აღჭურვილობის მოცულობის, სპეციფიკაციისა თუ ღირებულების შესახებ დამატებითი დეტალები ხელმიუწვდომელია.