სახელმწიფო კომპანიების მოგება და ზარალი

სახელმწიფო კომპანიების მოგება და ზარალი

სახელმწიფო სახელმწიფოში – ასე შეიძლება აღვწეროთ საქართველოს მთავრობის ის ნაწილი, რომელიც ყველა სხვა შტოსთან შედარებით ნაკლები საკანონმდებლო და საპარლამენტო კონტროლის ქვეშ არის მოქცეული. საუბარია სახელმწიფო კომპანიებზე, რომელთა საკუთრებასაც საქართველოს უმსხვილესი სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენენ.

56,000 დასაქმებულით და 3,242,000,000 ლარის ჯამური შემოსავლით, სახელმწიფო კომპანიები საქართველოს უმსხვილესი ბიზნესების სიაში შედიან, თუმცა მათგან ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებით განსხვავდებიან – ისინი სახელმწიფო უწყებებს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ. სწორედ ამის გამო, მათ მთავრობა ააერთი სოციალური პროექტის განხორციელებას ავალდებულებს, იქნება ეს დასაქმებულთა შტატების ზრდა, პროდუქციის თვითღირებულებაზე იაფად გაყიდვა თუ წამგებიან საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობა. მთავრობას შპს-ის დაფუძნება და კონკრეტულ ბაზარზე საქმიანობის დაწყება პრაქტიკულად შეუზღუდავად შეუძლია. დღეს სახელმწიფო კომპანიები, ღვინის წარმოებით დაწყებული, სასტუმროს ოპერირებითა და ენერგეტიკით დასრულებული, თითქმის ყველა სექტორში საქმიანობენ.

სახელმწიფო საწარმოების ფინანსური შედეგები სავალალოა. 2021 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ 2019 წელს უმსხვილესმა სახელმწიფო კომპანიებმა ჯამში 237 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს. კიდევ უფრო დიდი იყო ზარალი 2018 წელს და 816 მილიონ ლარს შეადგენდა.

სახელმწიფო კომპანიათა შორის ზოგიერთი მათგანი ზარალიანობით გამოირჩევა, მათ შორისაა რკინიგზაც, რომელმაც 2020 წელს 164 მილიონი ლარით იზარალა. თუმცა, არიან სახელმწიფო კომპანიები, რომლებიც პირიქით მოგებაზე გადიან, მათ შორისაა ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელმაც 2019 წელს 122 მილიონი ლარის მოგება მიიღო.

ჯერჯერობით სახელმწიფო კომპანიების უდიდეს ნაწილს 2020 წლის ფინანსური შედეგები გამოქვეყნებული არ აქვს, შესაბამისად, წარმოგიდგენთ სახელმწიფო კომპანიების რეიტინგს 2019 წლის შემოსავლების მოცულობის მიხედვით:

#
კომპანიის სახელი
შემოსავალი (2019)
მოგება/ზარალი (2019)
დასაქმებულთა რაოდენობა
1
სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
880,581,000 ₾
121,376,000 ₾
510
2
სს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი
568,206,358 ₾
543,458 ₾
76
3
სს საქართველოს რკინიგზა
491,038,000 ₾
-5,586,000 ₾
12,476
4
სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
235,010,000 ₾
30,475,000
1,527
5
შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია
139,441,000 ₾
-71,293,000 ₾
6,302
6
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
115,430,000 ₾
19,884,000 ₾
839
7
შპს თბილსერვის ჯგუფი
86,418,510 ₾
-15,112,534 ₾
4,983
8
შპს საქართველოს ფოსტა
83,878,000 ₾
3,826,000 ₾
2,495
9
შპს საქაერონავიგაცია
74,195,000 ₾
2,781,000 ₾
811
10
შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
67,997,000 ₾
2,072,000 ₾
449
11
შპს ენგურჰესი
42,354,000 ₾
-4,939,000 ₾
996
12
შპს საქართველოს გაერთანებული წყალმომარაგების კომპანია
41,058,000 ₾
-84,885,000 ₾
2,724
13
შპს სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
28,489,315 ₾
-1,373,699 ₾
1,161
14
სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო
28,047,000 ₾
11,330,000 ₾
288
15
შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია
24,230,004 ₾
6,508,310 ₾
318
16
სს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი
16,090,579 ₾
-347,309 ₾
379
17
შპს სამშენებლო კომპანია – მშენებელი 2011
15,473,117 ₾
-328,814 ₾
71
18
შპს მთის კურორტების განვითარების კომპანია
15,330,000 ₾
-236,839,000 ₾
542
19
შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“
14,587,000 ₾
-834,000 ₾
20
სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
14,146,439 ₾
217,764 ₾
379
21
შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია
13,919,406 ₾
-47,072,488 ₾
117
22
სს აკურა
13,029,000 ₾
-20,057,000 ₾
114
23
შპს ბლექ სი არენა ჯორჯია
12,790,000 ₾
-2,219,000 ₾
116
24
სს ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი
11,407,000 ₾
-9,912,000 ₾
241
25
შპს სანდასუფთავება
10,624,373 ₾
428,926 ₾
688
26
შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი
10,288,612 ₾
-2,234,930 ₾
1,176
27
სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი
7,028,452 ₾
18,947,487 ₾
56
28
შპს ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო
6,898,520 ₾
675,069 ₾
510
29
შპს საქართველოს მელიორაცია
5,962,375 ₾
-30,845,505 ₾
1,432
30
სს საჩხერგაზი
5,352,170
-464,359
100