გერმანელმა სამართალდამცავებმა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, დახურეს მსოფლიოს უმსხვილესი რუსული დარკნეტ ბაზარი – Hydra Market-ი, სადაც ნარკოტიკებით, იარაღით, ყალბი დოკუმენტებითა და აკრძალული პროდუქტებითა თუ სერვისებით ვაჭრობა იყო შესაძლებელი.
გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ინფორმაციით, დაილუქა ვებგვერდის სერვერები და პლატფორმიდან ამოღებული იქნება 25 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინი. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტა არალეგალური ბაზრის ძირითად საგადახდო სისტემად გამოიყენებოდა. 2015 წლიდან Hydra Market-ზე დაახლოებით 5.2 მილიარდი დოლარის მოცულობის ტრანზაქციები განხორციელდა.
Hydra-ზე თითქმის 17 მილიონი მომხმარებლის და 19,000-მდე მოვაჭრის ანგარიში იყო დარეგისტრირებული, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი პლატფორმას ანონიმური ბრაუზერებისა და VPN-ქსელების საშუალებით იყენებდა.