Samsung-მა ახალი მოდელები - S7 და S7 Edge წარადგინა

Samsung-მა ახალი მოდელები - S7 და S7 Edge წარადგინა

კომპანია Samsung-მა ოფიციალურად წარადგინა S7 და S7 Edge. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახალი გაჯეტები გარეგნულად ძალიან ჰგავს წინა სერიის სმარტფონებს, რაც მწარმოებელს გაყიდვებისას პრობლემებს შეუქმნის.

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა წარმოების ფლაგმანი  Galaxy S7 , რომლის ვერსიაც Galaxy S7 Edge ორმხრივი ეკრანით არის აღჭურვილი. Galaxy S7-ს 5,1-დიუმიანი ეკრანი აქვს, ხოლო Galaxy S7 Edge-ს – 5,5-დიუმიანი. ორივე ახალ გაჯეტს აქვს უკანა კამერა, რომელიც განათების პრობლემებს  უკეთ უნდა  გაუმკლავდეს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად გარკვეული გაუმჯობესებისა, მსგავსება წინა სერიიის სმარტფონებთან, შესაძლოა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა აღმოჩნდეს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *