Air France-მა ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველი საერთაშორისო რეისი შეასრულა თეირანის მიმართულებით. ეს პირველი ევროპული თვითმფრინავია, რომელიც თეიანის აეროპორტში ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების შერბილების შემდეგ დაეშვა. თვითმფრინავის ბორტზე საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი, ალენ ვიდალი და 15 ფრანგი ბიზნესმენი იმყოფებოდნენ.
ირანსა და საფრანგეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხმა საკმაოდ დიდი საერთაშორისო დავა გამოიწვია. საინტერესოა, რომ Air France–მა ბორტგამცილებლებს თავსაბურავის გამოყენება სთხოვა, რათა იარანის კანონმდებლობა არ დარღვეულიყო.