საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში Covid-19-ის შემთხვევები მკვეთრად იზრდება

საფრანგეთში, ესპანეთსა და გერმანიაში Covid-19-ის შემთხვევები მკვეთრად იზრდება

პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ქვეყნების ნაწილში ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა. როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, საგანგებო მდგომარეობის მეორედ გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა, შექმნილ ვითარებას სერიოზული გავლენა აქვს საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ეკონომიკაზეც.

საფრანგეთში მაგალითად პარასკევს 1 130 შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც გასულ თვეს ერთ დღეში 81-იც ფიქსირდებოდა. მოვლენების ასე განვითარებამ იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ მიაღწია, ძირი გამოუთხარა.

მსგავსი ვითარებაა ესპანეთიც. კარანტინის გაუქმებიდან ერთი თვის შემდეგ ბარსელონაში შემთხვევებმა იმატა. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კატალონიაში ღამის კლუბები იკეტება.

გერმანიაში კი საქსონიის მინისტრის, მაიქელ ქრეთსშმერის თქმით, ქვეყანა Covid-19-ის მეორე ტალღას განიცდის. ბოლო ერთ კვირაში, გერმანიამ შემთხვევების მკვეთრი ზრდა იხილა.

თუმცა, ვირუსის შემთხვევები მხოლოდ ევროპაში არ იზრდება, ისრაელში მხოლოდ კვირას უკვე 1,770 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ში კი, ჯამში დაფიქსირებულია 4.3 მილიონი შემთხვევა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *