საქართველო IMF-ისგან $112 მილიონს მიიღებს

საქართველო IMF-ისგან $112 მილიონს მიიღებს

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდეგ, $112 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ IMF-ის მისიის ხელმძღვანელის მერსედეს ვერა მარტინის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არის საუბარი. 

განცხადების თანახმად, წინა მიმოხილვის ფარგლებში შეთანხმებული მაკროპარამეტრები საქართველოს მიერ დაკმაყოფილებულია, შესაბმისად მისია თანხმობას იძლევა საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს 79 SDR-ი, რომლის ღირებულებაც 112 მილიონ დოლარს შეადგენს. 

პროდუქტიული დისკუსიის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების თაობაზე. 2020 წლის პირველ ნახევარში პროგრამით გათვლისწინებული პირობები დაკმაყოფილებულია. მისიის დონეზე მიღწეულ ეს შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობამ და აღმასრულებელმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. საკითხის განხილვა მოსალოდნელია 2020 წლის დეკემბერში. მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება 79 მილონი ესდეერი (დაახლოებით 112.1 მილიონი აშშ დოლარი). ამ თანხის ჩამორიცხვის შემდეგ, საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ჩამორიცხული მთლიანი თანხა 406 მილიონ ესდეერს, ანუ (დაახლოებით 576.4 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება”, – განაცხადა მერსედეს ვერა მარტინმა. 

ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ 2021 წლისთვის IMF-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 4.3%-მდე შეამცირა. ამას ფონდი საქართველოში COVID-19-ის ეპიდემიის სწრაფი გავრცელებით და სამეზობლოში პოლიტიკური ვითარების დაძაბვით ხსნის. 

“2021 წელს, პანდემიის ეფექტის გალევის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა განახლდება და 4.3 პროცენტს მიაღწევს; თუმცა ამ პროგნოზს მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები ახლავს. ‘მსოფლიოს ეკონომიკის პერსპექტივის (WEO)’ ოქტომბრის ანგარიშში გაჟღერებული 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (5 პროცენტი) გადახედვა გამოწვეულია იმ გაურკვევლობით, რაც დაკავშირებულია რეგიონში მიმდინარე კონფლიქტთან და საქართველოში ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან”, – ნათქვამია სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის განცხადებაში. 

IMF-ის მისიამ საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებები 5-9 ნოემბრის პერიოდში გამართა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.