საქართველო, ფაქტობრივად, დემოკრატიული განვითარების გზაგასაყარზეა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში კენეთ იალოვიცმა BM.ge-სთან ექსკლუზიურად განაცხადა.
იალოვიცი განმარტავს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის ძალისმიერი გზით დაკავება შეიძლება გახდეს ცუდი პრეცედენტი და მომავალშიც, წესით მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.
„საქართველოს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, აგრძელებს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რომელიც გადის დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, თუ შორდება მას”, – განაცხადა კენეთ იალოვიცმა, რომელიც საქართველოში ელჩის პოზიციას 1998-2001 წლებში იკავებდა, დღეს კი ვაშინგტონში „უილსონის ცენტრის” ანალიტიკოსია.