საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა

საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეიდან ჩინეთის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ვიზის გარეშე შეძლებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ინტერესს ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ასევე აზიური სახელმწიფოდან ინვესტიციებისა და ტურისტების მოზიდვა წარმოადგენს. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერი რამდენიმე კვირის წინ ჩინეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.

„იცით, რომ ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე უძლიერესი ეკონომიკა. ჩვენთვის მთავარი ინტერესი არის ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციისა და ტურისტის მოზიდვა. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.