საქართველოს ავიაბაზარზე ნიდერლანდების დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე ნიდერლანდების დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia შემოდის

საქართველოს ავიაბაზარზე ნიდერლანდების დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia შემოდის. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დაასრულა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, Transavia საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ფრენას 20 აპრილიდან დაიწყებს. კერძოდ კი, ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ რეისებს ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით კვირაში ორჯერ შეასრულებს.