ბიზნესის წარმატების საფუძველი შემოსავლების სწორ მართვაშია. არ აქვს მნიშვნელობა, მცირე მეწარმე ხარ, საშუალო თუ დიდ ბიზნესს ფლობ, გადახდების მიღება და მისი სწორი მენეჯმენტი ყველა შემთხვევაში შენს პრიორიტეტებს შორის იქნება. ეს მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, იმისათვის, რომ გაყიდული პროდუქტების საფასური დროულად აღრიცხო და მეორე მხრივ, დანახარჯებიც ისე აკონტროლო, რომ ყველა რისკი მინიმუმამდე დაიყვანო.
ეს ყველაფერი ქართულ რეალობაში უკვე დიდი ხანია, შესაძლებელია – საქართველოს ბანკი ბიზნესებს გადახდების მენეჯერს სთავაზობს. ესაა ერთიანი სივრცე საიდანაც შესაძლებელია, როგორც არსებული გადახდების ნახვა და მართვა, ასევე ახალი გადახდის მეთოდების მოთხოვნა და დამატება.
როგორ შეგიძლია მოითხოვო გადახდის მეთოდები გადახდების მენეჯერით?
პლატფორმის მეშვეობით გადახდის მეთოდების მოთხოვნა და დამატება შესაძლებელია სრულად ციფრულად. თუ მხოლოდ ფიზიკური მაღაზია გაქვს და გადახდებს ადგილზევე იღებ, შეგიძლია ტერმინალი დისტანციურად მოითხოვო, ხოლო თუ პროდუქტს ან სერვისს ონლაინ ყიდი, ვებგვერდზე გადახდის ღილაკის დამატებაც მარტივად, ამავე პლატფორმიდან შეგიძლია. გადახდების მენეჯერის ვებგვერდზე დეტალურადაა ახსნილი, თუ როგორ შეიძლება დაამატო ონლაინ გადახდის მეთოდები, რომელიც მრავალფეროვანია. მათ შორისაა:
- ბარათით გადახდა;
- BOG ავტორიზაციით გადახდა;
- PLUS და MR ქულებით გადახდა;
- GOOGLE PAY-ით გადახდა;
- APPLE PAY-ით გადახდა;
- ონლაინ განვადებით გადახდა;
- სასაჩუქრე ბარათით გადახდა;
- ნაწილ-ნაწილ გადახდა;
მათი ინტეგრაციის სიმარტივე, მეთოდების და უსაფრთხოების განსაკუთრებული სტანდარტები კი როგორც მომხმარებელს, ისე ბიზნესის მმართველს, კომფორტს ანიჭებს.
როგორ შეგიძლია ნახო და მართო შემოსული გადახდები?
პლატფორმის უპირატესობა ისაა, რომ იგი გადახდების სრულ ისტორიას აერთიანებს. აქ თავს იყრის ყველა ტრანზაქცია, რომელიც პროდუქტის ან სერვისის გაყიდვის შემდეგ განხორციელდა. სურვილისამებრ კი საჭირო ოპერაციების შესრულებაც შესაძლებელია, მაგალითად – თანხის დაბრუნება, განვადების გაუქმება და სხვა.
როგორ შეგიძლია გააანალიზო მიღებული გადახდები?
მას შემდეგ, რაც გადახდების ისტორიასა და დეტალებს ნახავ, შეძლებ, ჩამოტვირთო ამონაწერები სასურველი პარამეტრებით და ფორმატით, რაც ბიზნესის შემოსავლებზე და ფინანსურ მდგომარეობაზე სრულფასოვანი ანალიზის ჩატარების შესაძლებლობას მოგცემს. დღეს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას ალტერნატივა არ აქვს, სწორედ ამიტომაც პლატფორმა თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნებსა და საჭიროებებს პასუხობს.
თუ გაინტერესებს მეტი გადახდების მენეჯერზე, ეწვიე ამ ბმულს ხოლო თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენი ანგარიში მარტივად ონლაინ. S