საქართველოს რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში მატარებლის მისაღებად მზადაა

საქართველოს რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში მატარებლის მისაღებად მზადაა

საქართველოს რკინიგზა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის ფარგლებში მატარებლის მისაღებად მზადაა. რკინიგზის დირექტორი მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ პროექტის სრულად ექსპლუატაციაში შესასვლეად თურქულ მხარეს ელოდებიან.

“ქართული მხარე მზადაა და იმედი გვაქვს ჩვენი თურქი კოლეგები მოკლე დროში დაასრულებენ სამუშაოს. საქართველოს მონაკვეთი მზადაა, რომ მატარებელი მიიღოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქული მონაკვეთიც დროულად დამთავრდეს. ჩვენი კოლეგები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ თურქეთში და დარწმუნებული ვარ რომ მოკლე ვადებში დაასრულებენ სამუშაოებს”, – განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიზო ხაზებს. პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *