საქართველოს სწრაფი კვების ბაზარი

საქართველოს სწრაფი კვების ბაზარი

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სწრა­ფი კვე­ბის პირ­ვე­ლი რეს­ტო­რა­ნი 1998 წელს გა­იხ­ს­ნა და ეს ქვეყ­ნის პირველი McDonald’s-ი იყო. მას შემდეგ გლობალური კვების სხვადასხვა ბრენდის კიდევ 40-მდე რესტორანი გაიხსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო ტექნოლოგიების განვითარებისა და მიტანის სერვისის სწრაფი განვითარების ფონზე, ფასტფუდის ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაიზარდა.

საქართველოში ამჟამად სწრაფი კვების 5 გლობალური მოთამაშე არის წარმოდგენილი, ესენია: McDonald’s-ი, Wendy’s-ი, Dunkin Donuts-ი, KFC და Subway, ასევე Burger King-ი, რომელიც მხოლოდ სამი რესტორნით ოპერირებს. რესტორნების რაოდენობითა და შემოსავლებით #1 ადგილზეა McDonald’s-ი. მას საქართველოში კომპანია “თ და კ რესტორნები” წარმოადგენს, რომელიც 18 რესტორნით და ლოგისტიკური ცენტრით საქმიანობს. საქართველოს სწრაფი კვების რიგით მეორე მოთამაშეა “ვენჯორჯია”, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 11 ობიექტით საქმიანობს.

2020 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, McDonald’sის შემოსავალი საქართველოში – 95 მილიონი ლარი, Wendy’s-ის შემოსავალი კი 22.4 მილიონი ლარი იყო. ჯამურად, 5 გლობალური ფრანშიზის შემოსავალი 2020 წელს 145.7 მილიონი ლარი იყო. 2021 წლის ფინანსური შედეგები კომპანიებს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებიათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *