საქართველოში მომხმარებელთა ნდობის ინდექსი შემცირდა

საქართველოში მომხმარებელთა ნდობის ინდექსი შემცირდა

საქართველოში მომხმარებელთა ნდობის ინდექსი შემცირდა. ინდექსს ISET ადგენს და მის შემცირებას “ქვეყნის ეკონომიკის ნელ განვითარებას” უკავშირებს. კვლევითი ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ თებერვალში მშპ-ს ზრდის ტემპმა მომხმარებელთა განწყობაზე გავლენა ვერ მოახდინა. “როგორც ჩანს საქართველო ეკონომიკურ დეპრესიაშია”, – ვკითხულობთ კვლევაში. 

მომხმარებელთა განწყობა უფრო მეტად პოზიტიურია თბილისში, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებში. 

მომხმარებელთა განწყობის დასადგენად ISET 12 კითხვას იყენებს, მათ შორის ფინანსურ მდგომარეობაზე, დასაქმებაზე, ინფლაციაზე, თანხის დაზოგვაზე და ა.შ. 

კითხვაზე, როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო 12 თვეში, გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობამ 45%-ზე მეტმა განაცხადა, რომ არ შეცვლილა, მხოლოდ 15%-ზე ნაკლებმა განაცხადა, რომ გაუმჯობესდა. მომხმარებელთა 45% ასევე მიიჩნევს, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მისი და მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არ შეიცვლება, 13% კი ვარაუდობს, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება. რესპოდენტების 48% მიიჩნევს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში, ქვეყანაში ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა, 21% კი მიიჩნევს, რომ სიტუაცია მომდევნო 12 თვის განმავლობაშიც გაუარესდება. 

მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბოლო 1 წელიწადში ქვეყანაში ფასები გაიზარდა, 35% კი მიიჩნევს, რომ ზრდა მომდევნო 12 თვეშიც გაგრძელდება. 

რესპოდენტები მომდევნო 12 თვეში არც სამუშაო ადგილების მატებას ვარაუდობენ, 11,6% კი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილები კიდევ უფრო შემცირდება. მომხმარებელთა 43% მომდევნო 12 თვის განმავლობაში თანხის დანაზოგის გაკეთებას არ აპირებს. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *