საქართველოში Techstars-ის სტარტაპ კვირეული ტარდება

საქართველოში Techstars-ის სტარტაპ კვირეული ტარდება

Techstars ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკული აქსელერატორია. Techstars-ი ყოველ წლიურად ირჩევს 500 მდე ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომლებსაც გაძლიერებულ მენტორობაზე დამყარებული მეთოდოლოგიით 3 თვის განმავლობაში უწევს აქსელერაციას. ჯამში აქსელერაციის პროგრამა 2,620 მა კომპანიამ დაასრულა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Techtar-სის გავლით კომპანიებმა 16.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდეს, ხოლო მათი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაციამ 63.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სტარტაპ ბიუროს და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით,  საქართველოში, უკვე მეორედ,  Techstars-ის სტარტაპ კვირეული  ტარდება. კვირეული კონფერენციებს, ვორქშოფებს, ჰაკათონებს, სტარტაპ ექსპოს, შეხვედრებსა და სხვა მრავალ ღონისძიებას მასპინძლობს, რაც ხელს უწყობს როგორც სტარტაპების, ასევე, ადგილობრივი ანტრეპრენერული გარემოს გაძლიერებას.

ღონისძიებები ონლაინ და ფიზიკურ რეჟიმში ჩატარდება და მონაწილეებს საშუალება ექნებათ, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ, მიიღონ არაფორმალური განათლება და მოუსმინონ სამოტივაციო გამოსვლებს. კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს შეეძლებათ, თვითონ აირჩიონ მათთვის საინტერესო შინაარსის ღონისძიებები, რომლებიც იგეგმება კვირეულის პარტნიორი ორგანიზაციების მიერ.

სტარტაპ კვირეული 2010 წელს კოლორადოს ქალაქ ბოლდერში დაიწყო. პროექტს საფუძველი ენდრი ჰეიდმა ჩაუყარა. სტარტაპ კვირეული სწრაფად გახდა პოპულარული და მალე არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. 2010 წლიდან დღემდე ღონისძიებამ ათასობით მეწარმეს უმასპინძლა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. მათ შორისაა სიეტლი, ლონდონი, ბარსელონა, ბანგკოკი და მრავალი სხვა. მსოფლიოს მეორე წელია თბილისიც შეუერთდა.

Techstars-ის სტარტაპ კვირეულის პარტნიორები არიან აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, Kedari Ventures დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი, Fuckup Nights Tbilisi, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU), BTU-ს Google Developer Student Club, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (გაუ), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, UG Startup Factory, Impact Hub Tbilisi, Fennec Tech Studio, მედიალაბი, ბიზნეს აქსელერატორი სპარკი და საქართველოს ტექნოპარკები.

უკვე ცნობილი ღონისძიებები:

  • 13-17 დეკემბერი

სპარკი: ქალი მეწარმეების კვირეული

  • 13-16 დეკემბერი

გურჯაანის ტექნოპარკი: ტექნოლოგიურ კვირეული: პროგრამირება, დიზაინი და რობოტიკა

  • 14 დეკემბერი, 20:00 საათი

Fuckup Nights Tbilisi vol. 26

  • 15 დეკემბერი, 12:00

Medialab: How to build MVP when you are broke

  • 15 დეკემბერი, 19:00

Google Developer Student Club – BTU: ციფრული პროდუქტების აღსასრული

  • 16 დეკემბერი, 12:00

Impact Hub Tbilisi: NFT Pitch Day

  • 16 დეკემბერი, 15:00

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ: მოაქვს თუ არა სტარტაპს ფული?

  • 16 დეკემბერი, 15:00

BTU Tech Clinic: რატომ Agile?

  • 17 დეკემბერი, 19:00

ზუგდიდის ტექნოპარკი: როგორ გავხადოთ ზუგდიდი ჭკვიანი ქალაქი

შეიტყვეთ მეტი ღონისძიების შესახებ: https://www.facebook.com/events/474313817286408/

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *