ფოტო: Shutterstock
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 5.86 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმნიშვნელოდ, 0.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
საქსტატის ცნობით, საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტი 1.72 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, იმპორტმა კი თითქმის 4.14 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი 23.3%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე შემთხვევაში 7.2%-ით შემცირდა.
ამავე პერიოდში, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა თითქმის 2.41 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2%-ია.
უშუალოდ მარტის თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2.28 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 697 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, იმპორტმა კი 1.58 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს 20 აპრილს გამოაქვეყნებს.














