სარაევო ქალაქი, რომელსაც არასოდეს ავიწყდება

სარაევო ქალაქი, რომელსაც არასოდეს ავიწყდება

უკვე თითქმის ორი ათწლეულია, რაც ძირითადად სარაევოში ვცხოვრობ, სადაც მტკიცე ტრადიციები ერთ ხეობაში იყრის თავს, ხოლო სხვადასხვა იმპერიებისა და კულტურების შეჯახება კიდევ უფრო ამძაფრებს ადგილობრივ ზნეჩვეულებებს. ჩემი ბინისა და ოფისის ერთი ფანჯრიდან (სადაც მე როგორც რედაქტორი და მწერალი ვმუშაობ), მე-16საუკუნეში აგებული მთავარი მეჩეთი და უძველესი ოსმალური ბაზარი Bascarsija მოჩანს, ხოლო მეორე ფანჯრიდან მილჯაკას მდინარე და ლათინური ხიდი, რომელსაც ფრანცისკანული მონასტრისა და თოვლით დაფარულ მთებისაკენ მივყავარ.

როდესაც მეკითხებიან, როგორ აღმოვჩნდი ატლანტის შტატის მკვიდრი ამერიკელი ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქში, რომლის არსებობა ტურისტებმა მხოლოდ რუკაზე იციან, მე მათ ვპასუხობ, რომ სარაევოს ფარული დახვეწილობა და მისი ისტორიული ჩახლართულობა გახდა ჩემთვის გადამწყვეტი ფაქტორი. ქალაქის თანამედროვე მხარე ჯერ კიდევ ებრძვის ძველი ომის ტრადიციების. ბოლო საუკუნის მანძილზე ამ ისედაც მერყევმა ბალანსმა არაერთი გამოცდა გაიარა.

ჩემი ბინის ქვეშ, 1914 წლის 28 ივნისს ავსტრიის ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი მოკლეს. სწორედ ამ მკვლელობამ მისცა ბიძგი მეორე მსოფლიო ომის დაწყებას და მთლიანად შეცვალა მსოფლიო. 1990-იან წლებში სარაევო ოთხი წლის მანძილზე ალყაში იყო მოქცეული. ეს ის ომია, რომელმაც გაანადგურა იუგოსლავია და სამუდამოდ შეცვალა ბალკანეთი.

დღეს ბოსნიის მთავარი ქალაქი ისევ ცვლილებების ფაზაშია. ქალაქის მთავარ საფეხმავლო გამზირზე წარწერაასარაევოკულტურათა გადაკვეთა”, რომელიც მიუთითებს იმ ადგილზე, სადაც ოსმალეთის დროშები (აღმოსავლეთით) ხვდება ავსტრიულუნგრულ სეპარატისტულ ფასადებს (დასავლეთით). გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს, ზოგიერთი ამ მოულოდნელ სიზუსტეს მრავალფეროვნებად აღიქვამს, ზოგიც შფოთიანი წარსულის შეხსენებად.

სარაევო, რომელიც ასე შემიყვარდა, ყველა ეპოქას სათანადო პატივს მიაგებს. სულ ახლახან ქალაქში ვსეირნობდი, ფეხით ჩავუარე დიზაინერების პატარა ბუტიკებს, მაღაზიებს, სადაც ხელით შეკერილი სახლის ქალამნები იყიდება, ქაბაბის დახლებს და ჰუკას ბოლის არომატიც შევისუნთქე. მოკირწყლულ ხეივანს ზევით ავუყევი და ოსმალური ტრადიციებით აშენებულ ჩაიხანა Ca­jdzinica Dzirloში შევედი. ბალიშებსა და სალოცავ ხალიჩებზე მოკალათებული ჩაიხანის მუდმივი კლიენტები ველური ორქიდეის, რძისა და დარიჩინისაგან მომზადებულ ჩაისსალეპს მიირთმევენ. “ჩვენ 50 სახეობის ჩაი გვაქვს, – ამბობს ჩაიხანის მფლობელი დიჯანა ძირლო. – მაგრამ ჩვენთან მთავარი არა ჩაი, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაა”.

მოგვიანებით შეიძლება რამდენიმე საუკუნით უკან ვიმოგზაურო და ტავერნა Zara iz duvaraში შევიარო, სადაც აშკარად იუგოსლავიის ნოსტალგია იგრძნობა. ტავერნაში მოაქვთ ბოსნიური რეცეპტით დამზადებული ტოლმა კომბოსტოში გახვეული გატარებული ხორცი და ბრინჯი, რომელსაც ადგილობრივები სარმას უწოდებენკვირაში სამჯერ ტავერნაში კარაოკე ეწყობა. ხის ჭერსა და მაქმანიან ფარდებს შორის განათებას ამონტაჟებენ, სადაც სტუმრები მზის ამოსვლამდე სიგარეტს აბოლებენ, ლუდს და ჭაჭას (რაკიჯა) მიირთმევენ და აკუსტიკურ როკსა და ტრადიციულ სიმღერებს ერთისმეორის მიყოლებით ასრულებენ.

Delikatesna Radnja ბისტროში 21- საუკუნის ნაბახუსევის სამკურნალო ღირსეული ბრანჩი გელით. მიუჯექით ბისტროს შესასვლელში ღია ცის ქვეშ მაგიდას და შეუკვეთეთ ხბოს სტეიკი როზმარინისა და ბაზილიკის საკაზმით და წითელი ღვინო Vukoje Reserve.

ხშირად, როდესაც მინდა დროს გავექცე და თავი მარადიულობას შევაფარო, 5,344 ფუტ სიმაღლეზე მდებარე ტრებოვიჩის მთის დასალაშქრად მივდივარ. თავგადასავლების მოყვარულებს ტუროპერატორი Green Visions სთავაზობს 1984 წლის ოლიმპიური თამაშებისათვის აშენებული ბობსლეის ბილიკის დალაშქვრას, რომელიც ახლა სულ გრაფიტით არის მოხატული და ნაძვების ტყეში გადის. ბილიკიდან ძველი ქალაქისა და მთის მწვერვალების პანორამა იშლება. ამ ვეებერთელა მთებით გარშემორტყმული ადგილას თავი ჯუჯა მგონია, მაგრამ ჩემი შეძენილი სამშობლოს მომავალი მამხნევებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.