სელექტი - პერსონალიზებული მომსახურება ტერაბანკისგან

სელექტი - პერსონალიზებული მომსახურება ტერაბანკისგან

თანამედროვე ადამიანები ბრენდებისგან ინდივიდუალურ მიდგომას სულ უფრო მეტად ითხოვენ. კომუნიკაციის ის ფორმა და შეთავაზებები, რომლებიც წლების წინ სასურველი და სასიამოვნო იყო, დღეს უკვე სტანდარტიზებულად და შაბლონურად მიიჩნევა. მომხმარებლებთან ურთიერთობის გლობალური ტრენდიც პერსონიფიცირების გაცილებით მაღალ ხარისხს აწესებს. რა თქმა უნდა, იგივე პრინციპები ვრცელდება პერსონალურ საბანკო მომსახურებაზეც.

საქართველოში პერსონალური საბანკო მომსახურება საკმაოდ კარგადაა განვითარებული. თუმცა ბოლო წლებია, ჩვენს ქვეყანაში სერვისი, რომელიც ექსკლუზიური და პირადი უნდა იყოს, ერთგვარად მასობრივ მომსახურებად იქცა და ინდივიდუალური მიდგომის გლობალურ ტრენდსაც აღარ შეესაბამება.

“ტერაბანკმა”, რომელიც მომხმარებლების გარკვეულ კატეგორიას მსგავს სერვისს უკვე წლებია, სთავაზობს, ამ საქმეში ინოვაციის დანერგვა გადაწყვიტა და 2019 წლიდან ისეთ ბრენდზე დაიწყო მუშაობა, რომელიც მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას გაუზიარებდა – მათთან კიდევ უფრო ახლოს მივიდოდა, საკუთარ თავს მეტად დაფასებულად აგრძნობინებდა, კლიენტების ინტერესებს გაითვალისწინებდა და თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნილ სერვისს შესთავაზებდა.

როგორი უნდა ყოფილიყო ბრენდი, რომელიც ამ მიზნებს მიაღწევდა – ამ კითხვას “ტერაბანკმა” სიღრმისეული კვლევის მეშვეობით უპასუხა. 100-მდე მომხმარებლის სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა. გამოიკვლიეს მათი ასაკი, განათლება, ოჯახური მდგომარეობა, მიზნები და სურვილები, წუხილი, გართობის ტიპი, კულტურული ცხოვრება, ჰობი, გატაცებები და ა.შ. ეს ინტერესები დაჯგუფდა, კლასიფიცირდა და ბრენდის განვითარების საფუძვლად იქცა.

“ამ კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ადამიანებს პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართ გაცილებით მეტი მოლოდინი აქვთ, უფრო ინტენსიური ურთიერთობები და მათზე მორგებული შეთავაზებები სურთ. მიაჩნიათ, რომ კლიენტზე ბანკმა თუ ბანკირმა იმდენად ბევრი იცის, რომ კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი. აღნიშნული მიგნებების გაანალიზებამ კი საბოლოოდ პერსონალიზაციამდე მიგვიყვანა”, – აცხადებს Forbes-თან ინტერვიუში “ტერაბანკის” გენერალური დირექტორი თეა ლორთქიფანიძე.

“სელექტის” ბრენდით “ტერაბანკი” გარკვეული სეგმენტის მომხმარებლებს ექსკლუზიური, კომფორტული სერვისებისა და პირობების გარდა, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის გამორჩეულ სტანდარტს უქმნის. იგი კლიენტებს მომსახურებებსა და პროდუქტებს კონკრეტული, ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით სთავაზობს, რაც პერსონალიზაციის მაღალ ხარისხს მოიაზრებს.

“სელექტი” პერსონალიზებული მომსახურებაა და პერსონალურისგან განსხვავდება. ამ განსხვავებას კი უპირველესად ურთიერთობის ფორმა ქმნის, რომელიც თითოეულ კონკრეტულ მომხმარებელზეა მორგებული, მათ ინდივიდუალურ ინტერესებსა თუ საჭიროებებს ითვალისწინებს”, – აღნიშნავს თეა ლორთქიფანიძე.

მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ პერსონალურ ბანკირებთან ერთად, “სელექტის” მომხმარებლებს ინტერესების მენეჯერიც ეყოლებათ. პერსონალიზებულ შეთავაზებებსა თუ საჩუქრებს, მათივე სურვილების საფუძველზე, კლიენტებს სწორედ ის შეურჩევს. შესაბამისად, ყველა მომხმარებელი სწორედ მასზე მორგებულ, უნიკალურ და რეალურად ღირებულ შეთავაზებას მიიღებს. “სელექტის” მომხმარებლები იგრძნობენ, რომ ისინი გამორჩეულები არიან, ბანკი კი მთლიანად მათ სურვილებსა თუ მოთხოვნილებებს ერგება, ზრუნავს თითოეულ მათგანზე, რაც შედეგად სანდოობას იწვევს.

როგორც “ტერაბანკის” გენერალური დირექტორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: “თანამედროვეობაში ბანკი უბრალოდ მომსახურება აღარ არის. მასთან კომუნიკაცია უკვე იქცა პროგრესულ, ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობად, რომელიც თითოეულ ადამიანსა და მის ინტერესს პერსონალიზებულად ითვალისწინებს. “სელექტი” პერსონალური საბანკო მომსახურების ბაზარზე სრულიად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს, კიდევ უფრო დაუახლოვდება მომხმარებლებს და მათ საუკეთესო ინდივიდუალურ გამოცდილებას შეუქმნის”.

“ტერაბანკში” სჯერათ, რომ სელექტით სარგებლობა მომხმარებლებისთვის ღირებულ და მართლაც ინოვაციურ თავგადასავლად იქცევა.