SEU და MIT-ი სამეწარმეო განათლების მხარდასაჭერად

SEU და MIT-ი სამეწარმეო განათლების მხარდასაჭერად

SEU-მ და მსოფლიოს ყველაზე მაღალრეიტინგულმა უნივერსიტეტმა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა, MIT-მ, ქვეყნის განათლების სისტემისა და START-UP ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმეს.

SEU, მსოფლიოს სხვა 4 უნივერსიტეტთან ერთად, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) სამეწარმეო ცენტრის Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის ინიციატივით შექმნილი ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელის (Raise the Bar Entrepreneurship Educators Network) თანადამფუძნებელია. Raise the Bar Entrepreneurship Educators Network-ი, გლობალური მასშტაბით, ანტრეპრენერული განათლების გაძლიერებასა და ეკოსისტემის გაუმჯობესებას ემსახურება.

პრესტიჟულ ქსელში SEU-ს ჩართულობა უნივერსიტეტის მაღალი სტანდარტების კიდევ ერთ დასტურს წარმოადგენს და ამასთან ერთად, აძლიერებს მის საერთაშორისო პოზიციას, მეწარმეობის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში.

პარტნიორობის ფარგლებში, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაცვლა, საქართველოსა და რეგიონში სტარტაპ­-ეკოსისტემის განვითარებისთვის ხელშემწყობ ფაქტორად იქცევა.

რას გულისხმობს ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელი ქსელი – Raise the Bar Entrepreneurship Educators Network-ი, მსოფლიო მასშტაბით, ანტრეპრენერული განათლების დონის ამაღლების იდეის გარშემო ერთიანდება.

ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელთა ქსელში შემავალი უნივერსიტეტების მიზანი მაღალკვალიფიციურ მეწარმეთა თაობების აღზრდა და ყველაზე კრიტიკულ გამოწვევებთან გამკლავების უნარების ჩამოყალიბებაა. წარმატების ერთიანი სტანდარტის შესამუშავებლად ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელი ქსელი MIT-ის გამოცდილებასა და სტარტაპის შექმნის მეთოდოლოგიას გამოიყენებს.

ინიციატივის შესაბამისად, Raise the Bar Entrepreneurship Educators Network-ი ხელს შეუწყობს მსოფლიო ანტრეპრენერული განათლების ეკოსისტემის გაუმჯობესებას და ღია დიალოგისა და ხშირი თანამშრომლობის გზით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.

თანამშრომლობის ფარგლებში SEU ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მასაჩუსეტსში, გააგზავნის 5 ლექტორს MIT-ის კამპუსში გადამზადების პროგრამაზე, სადაც ისინი გაივლიან: MIT-ის გამართული „ანტრეპრენერობის ჩარჩოებს“, სიღრმისეულად გაეცნობიან და შეისწავლიან გამართული „ანტრეპრენერობის 24 ნაბიჯის“ და „15 სტარტაპ­-­ტაქტიკის მეთოდოლოგიას“. ასევე, ლექტორები სიღრმისეულად გაეცნობიან MIT-ის სამეწარმეო ცენტრის სტარტაპ­-აქსელერატორებს, პროგრამებს, ნებისმიერ ახალ კონტენტს MIT-ის პროფესორებისგან და სხვა.

გადამზადებული ლექტორები SEU-ს სტუდენტებს მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ SEU-სა და Martin Trust Center for MIT Entrepreneurship-ის კოლაბორაციით, SEU-ს ბაზაზე შეიქმნება საერთაშორისო სტარტაპ­-აქსელერატორი, რომელიც შემდგომში უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში ინტეგრირდება.

შესაძლებლობები სტუდენტებისთვის:

პარტნიორობის ფარგლებში, SEU-ს სამი სტუდენტი, სრული დაფინანსებით, გაემგზავრება მასაჩუსეტსში, სადაც სამი კვირის განმავლობაში MIT-ის სტუდენტებთან ერთად, MIT-ის კამპუსში, StartMIT მეწარმეობის პრაქტიკაზე დაფუძნებულ პროგრამაზე იმუშავებენ. პროექტს ყოველწლიური ხასიათი ექნება.

„ანტრეპრენერული განათლების გამავრცელებელ უნივერსიტეტების ქსელში ჩართვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მარტო SEU-სთვის, არამედ სრულიად საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისთვის. თანამშრომლობა საერთაშორი­სო დონეზე ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეპუტაციას გაზრდის და ქვეყანაში მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარებას შეუწყობს ხელს“, აცხადებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს რექტორი გია კავთელიშვილი.

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გარდა, MIT-ის კამპუსში, ყოველწლიურ კონფერენციაზე, SEU-ს ადმინისტრაციის თანამშრომლებიც გაემგზავრებიან, რომლებიც Raise the Bar Entrepreneurship Educators Network-ის სხვა წევრებთან ერთად იმუშავებენ ქსელის განვითარებაზე.

ინფორმაციისთვის, SEU-ს როგორც Raise the Bar Entrepreneurship Educators Network-ის ერთ­-ერთ დამფუძნებელს, ექსკლუზიური წვდომა ექნება MITის Orbit პლატფორმაზე. Orbit-ის ულტრაინოვაციური ციფრული პლატფორმა სტარტაპერებს იდეის განვითარების პროცესს უადვილებს და რისკების იდენტიფიცირების მაქსიმიზაციას ახდენს. პლატფორმა GenAI-ასისტენტს იყენებს, რომელიც ხელს უწყობს სამეწარმეო საგანმანათლებლო გამოცდილების გაუმჯობესებას სტუდენტებისა და ლექტორებისთვის.

MIT-ის შესახებ:

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (MIT), ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1861 წელს დაარსდა და წარმოადგენს მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ ინსტიტუტს, რომლის მიზანია გახადოს მსოფლიო უკეთესი განათლების, კვლევისა და ინოვაციის გზით. MIT QS World University Ranking-ში 2024 წლის მონაცემებით პირველ ადგილს იკავებს როგორც ზოგად რეიტინგში, ისე ტექნოლოგიური მიმართულებით და არის მსოფლიოს ლიდერი წარმატებული ინოვაციური სტარტაპების რაოდენობით.

S