შესაძლებლობების გახსნილი კარი ახალგაზრდებისთვის - ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი „ლუტეცია“ ერთი წლისაა

შესაძლებლობების გახსნილი კარი ახალგაზრდებისთვის - ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი „ლუტეცია“ ერთი წლისაა

„ლუტეცია“ – პირ­ველ რიგ­ში, სი­ლა­მა­ზეს­თან, თა­ვის მოვ­ლას­თან და პოზიტიური ემოციის გაზიარებასთან ასო­ცირ­დე­ბა. კომპანიის დამფუძნებელი, ვახტანგ ფხაკაძე მთელი ცხოვრება ქველმოქმედებით იყო დაკავებული, მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განათლების ხელშეწყობა იყო. სწორედ ამიტომ ერთი წლის წინ, 23 აპ­რილს, მის დაბადების დღეზე  ლუ­ტე­ცია ჯგუ­ფის მიერ დაარსდა ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდი „ლუ­ტე­ცი­ა“.

ფონდმა  1 წლის განმავლობაში საქართველოს ხუთ სხვადასხვა უნივერსიტეტში, საერთო ჯამში, 10 სტუდენტს სწავლა დაუფინანსა. საქველმოქმედო ფონდი „ლუტეციას“ ბენეფიციარების შერჩევა მოხდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტების რიგებიდან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობამ დაინახოს, რომ მონდომება, შრომა არასდროს რჩება შეუმჩნეველი და ის აუცილებლად დაფასდება, ამიტომაც, ყველაზე წარმატებული და წარჩინებული სტუდენტების დაფინანსება გადავწყვიტეთ“, – აცხადებენ ფონდ ლუტეცია ჯგუფში.

ფონდის საქმიანობის ფარგლებში ასევე გაფორმდა ხელშეკრულება უსინათლოთა კავშირთან. ხელშეკრულების თანახმად, ფონდის მხარდაჭერით, 12 უსინათლო და მცირემხედველი ახალგაზრდისთვის კომპიუტერული უნარ-ჩვევების შემსწავლელი კურსები ჩატარდება. კურსდამთავრებულებს გაუწევენ კონსულტაციას საჯარო და კერძო სექტორში დასასაქმებლად. პროექტი უკვე დაწყებულია და 2022 წლის ბოლომდე განხორციელდება.

გარდა ამისა, კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ სკოლის მოსწავლეებს აფხაზეთიდან.

ვახ­ტანგ ფხა­კა­ძის სა­ხე­ლო­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდი „ლუ­ტე­ცი­ა“ მომავალშიც გააგრძელებს  წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *