შოტლანდიური პრემიუმ ვისკის ბრენდი „გლენფიდიხი“ წარმოგიდგენთ კამპანიას WHERE NEXT

შოტლანდიური პრემიუმ ვისკის ბრენდი „გლენფიდიხი“ წარმოგიდგენთ კამპანიას WHERE NEXT

შოტლანდიური პრემიუმ ვისკის ბრენდი „გლენფიდიხი“ (Glenfiddich) წარმოგიდგენთ კამპანიას WHERE NEXT, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ინტერვიუების სერიას.

კამპანიის იდეა და მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანების შთაგონება, კომფორტის ზონიდან გამოსვლაში დახმარება და იმ გამოწვევების მიღებაა, რომლებიც მათ უწყვეტ განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს არის ბიძგი ყველასთვის, რომ ყოველთვის ვეკითხებოდეთ საკუთარ თავს – WHERE NEXT?

„გლენფიდიხი“ ინოვაციური ვისკია, რომელიც ყველა დამკვიდრებულ პრინციპს არღვევს და მუდმივად პროგრესისკენ ისწრაფვის. ამიტომაც ირჩევს მათ, ვინც სიახლეებსა და ნოვაციებს ეძებს, ვისაც ცვლილებების არ ეშინია და ვისთვისაც ეს, უპირველესად, გამოწვევაა…

კამპანიის მონაწილეები – ხელოვანი ადამიანები, რეფორმატორები, სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერები გულწრფელად გვიზიარებენ თავიანთ ხედვას და საუბრობენ  იმაზე, თუ რა შესაძლებლობები გამოიკვეთა ახალ რეალობაში, როგორ მოხერხდა ამ უჩვეულო რეალობასთან ინტეგრაცია და რამდენად მნიშვნელოვანია  პროფესიონალიზმი წარმატების მისაღწევად; რა შანსები გაჩნდა ამ ადამიანების ცხოვრებაში გასული ერთი წლის მანძილზე, რა ოცნებები და სურვილები მოიტანა  ამ პერიოდმა, რა დაეხმარათ, რომ არ დანებებულიყვნენ და როგორ აქციეს სირთულეები გამოწვევად.

WHERE NEXT კამპანიის რესპონდენტები არიან შემოქმედებითი ინდივიდუალისტები თავიანთ სფეროებში, რომლებიც საკუთარი მაგალითით გვიდასტურებენ, რომ  ცხოვრებისეული მიზანდასახულობა, ჟინი და შეუპოვრობა სირთულეების გადალახვისას მათ გაძლიერების საშუალებას აძლევდა.

„გლენფიდიხის“ ამ კამპანიას სამოტივაციო დატვირთვაც აქვს. სფეროს ექსპერტები რჩევებს აძლევენ იმ ადამიანებს, რომლებსაც სიახლეები სურთ, რაღაცის შეცვლა ან დაწყება უნდათ. ამით ისინი წინსვლისკენ უბიძგებენ სხვებს და ამხნევებენ: არ შეუშინდნენ ცვლილებებს, წინ უშიშრად გადადგან ნაბიჯები და ა.შ…

შოტლანდიურ ვისკის „გლენფიდიხს“ განვითარების ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. ეს არის ბრენდი, რომელიც მუდმივად ახალ-ახალი ჰორიზონტების გახსნის გამოწვევების წინაშე აყენებს საკუთარ თავს და ყოველთვის სვამს კითხვას: „WHERE NEXT?” სწორედ ასეთი ნოვატორული მიდგომა უზრუნველყოფს  ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კლასის შოტლანდიური ვისკის რეპუტაციას.

ბრენდ Glenfiddich-ის გლობალურ კამპანიას WHERE NEXT საქართველოში სააგენტო SYMMETRADIGITAL მართავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *