Skechers-ი შემოსავლებით Nike-ს ეწევა

Skechers-ი შემოსავლებით Nike-ს ეწევა

ფეხსაცმელების მწარმოებელი კომპანია Skechers-ი შემოსავლების ზრდის შესახებ აცხადებს.

პროდუქციაზე “შეღავათიანი ფასების” გამო, კომპანიას მაღალი გაყიდვების მაჩვენებლი აქვს და შემოსავლებით Nike-საც კი ეწევა.

ანალიტიკოსების შეფასებით, Skechers-ის თითო აქციის ღირებულება 15%-ით გაიზრდება 2020 წელს, ხოლო 2021 წელს – 12%-ით.

Skechers-ი ყიდის სპორტულ ფეხსაცმელს, სანდლებსა და ჩექმებს და Nike-თან შედარებით უფრო ფართო ასორტიმენტი აქვს.

20 წლის განმავლობაში, კომპანია ჩამოყალიბდა როგორც მესამე გლობალური ფეხსაცმლის ბრენდი Nike-ის და Adidas-ის შემდეგ. Skechers-ის პროდუქციაზე ფასები 50-70 დოლარის ფარგელბში მერყეობს, რაც საკმაოდ დაბალია მის კონკურენტებთან შედარებით და აძლევს მას საშუალებას კონკურენცია გაუწიოს მსოფლიო გიგანტებს.

წყარო: Reuters