სომხური დრამი უფასურდება

სომხური დრამი უფასურდება

“დღეისთვის მოქმედ სავალუტო გაცვლით კურსზე გავლენა სამომავლო პერსპექტივების შესახებ კერძო სექტორის მხრიდან არსებულმა გაურკვევლობამ იქონია, რამაც ბალანსი უცხოური ვალუტის სასარგებლოდ შეცვალა”, – ამის შესახებ 15 დეკემბერს ჟურნალისტებთან შეხვედრისას სომხეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ მარტინ გალსტიანმა განაცხადა. აღნიშნულის შესახებ სომხური გამოცემა news.am იუწყება.

სომხეთი ეროვნული ბანკის თამჯდომარის სიტყვებით, ქვეყანაში სამომხმარებლო ბაზარზე ინფლაციის ტენდენციები არსებობს, რასაც ასევე ხელს დოლარის კურსის ზრდა უწყობს. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, სომხეთის ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 1.0 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. (სომხეთი ცენტრალური ბანკის გუშინდელი გადაწყვეტილების მიხედვით რეფინანსირების განაკვეთი 5.25%-ით განისაზღვრა).

“სავალუტო ბაზარზე ამ დროისთვის რეალური სექტორის მხრიდან ფულადი ნაკადის თვალსაზრისით პრობლემებს ვერ ვხედავთ. ანუ როდესაც ვადარებთ იმპორტის, ექსპორტის, ტრანსფერების (რომელიც წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა), პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებს, აქ არაფერი უცნაური არ შეინიშნება. რეალური ნაკადების თვალსაზრისით პრობლემები არ არის; საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ომის პირველ დღეებში სავალუტო რისკების პრემიები გაიზარდა, თუმცა ახლა ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამ ორმა ფაქტორმა სომხეთში სავალუტო კურსზე დადებითი ზეგავლენა უნდა მოახდინოს. გარდა ამისა, კომერციული ბანკები უზრუნველყოფილნი იქნებიან ლიკვიდურობით, მათ შორის – ფინანსურით“, – აღნიშნა გალსტიანმა.

გამოცემა news.am წერს, რომ ეროვნული ვალუტის – სომხური დრამის გაუფასურება გრძელდება. 15 დეკემბრისთვის 1 დოლარი კომერციულ ბანკებში 530 დრამად ივაჭრება. სომხეთის ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი, 1 დოლარის ღირებულება 525.09 დრამია. ცნობისთვის, არცახში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე სომხური დრამი დოლართან მიმართებაში 37 დრამით გაუფასურდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.