სოსიეტე ჟენერალი 3700–მდე სამუშაო ადგილის შემცირებას აანონსებს

სოსიეტე ჟენერალი 3700–მდე სამუშაო ადგილის შემცირებას აანონსებს

კვირის დასაწყისში ფრანგულმა უმსხვილესმა ბანკმა, Societe Generale-მა განაცხადა, რომ ის 2023 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში 3,700 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს არ იქნება იძულებითი შემცირება. Societe Generale–ი გეგმავს თავისი საცალო ქსელი  Credit du Nord–ს შეუერთოს.

ახალ საცალო ბანკში დაახლოებით 25,000 თანამშრომელი იქნება. თანამშრომელთა რაოდენობის შემცირება კი ბუნებრივად, ყოველგვარი იძულებითი ღონისძიებების გარეშე მოხდება. Societe Generale–ში ვარაუდობენ, რომ ბუნებრივი დაღლილობის ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო 2025 წლამდე წელიწადში საშუალოდ 1,500–მდე თანამშრომელი თავისი სურვილით დატოვებს სამსახურს.

2020 წლის სექტემბერში Societe Generale–მა და Credit du Nord–მა შერწყმის გადაწყვეტილება მიიღეს. გაერთიანების შედეგად ერთი ბანკი დაფუძნდება,  საერთო სათაო ოფისითა და ინფორმაციული სისტემით, რომელიც დაახლეობით 10 მილიონ კლიენტს მოემსახურება.

SocGen–მა, საფრანგეთის მესამე უმსხვილესმა კრედიტორმა, განაცხადა, რომ 2025 წელს გადაჯგუფების შემდეგ ქსელს დაახლოებით 1,500–მდე ფილიალი ექნება, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ფილიალების გადაჯგუფება რომელიმე ქალაქიდან გასვლას არ გულისხმობს.

ბანკმა აღნიშნა, რომ რესტრუქტურიზაცია პრევენციული მიდგომაა საცალო ბანკების წინაშე მდგარი მრავალი გამოწვევის გადასალახად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წინაღობებია დაბალი საპროცენტო განაკვეთები; ახალი მომხმარებლების მოძიება და პანდემიის გამო გაციფრულების ტენდენციის დაჩქარება.