სოტბის აუქციონზე ვან გოგის ნახატი 9.8 მილიონ დოლარად გაიყიდა

სოტბის აუქციონზე ვან გოგის ნახატი 9.8 მილიონ დოლარად გაიყიდა

სოტბის აუქციონზე ვან გოგის ნახატი 9.8 მილიონ დოლარად გაიყიდა. საუბარია ნამუშევარზე ”ხალხი სეირნობს პარიზის პარკში“ (‘People Strolling in a Park in Paris’), რომელიც მან 1886 წელს შექმნა, პარიზში ჩასვლიდან რამდენიმე თვეში.

ნახატი ზეთის საღებავებითაა შესრულებული, სადაც იმპრესიონისტების გავლენა იგრძნობა  აღნიშნულ ნამუშევარზე ვან გოგს ფერთა მუქი პალიტრა აქვს გამოყენებული, ყავისფერი, წითელი, მუქი ყვითელი და ოქროსფერი, რაც იდეალურად აღწერს შემოდგომას.

ნამუშევრის საწყისი ღირებულება აუქციონზე 5,000,000 – 7,000,000 აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, ხოლო ნახატი ნავარაუდებზე საკმაოდ მაღალ ფასად გაიყიდა.

წყარო: Sothebys.com